ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შეიძლება მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიკითხოს. "პირველ არხს" ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, რომ ეს საკითხი აქტიურად განიხილება:
"ზუსტ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა საქმეზე ბევრი უცხოელი დაიკითხება, მათ შორის ისინი, ვისთვისაც გარკვეული ფაქტებია ცნობილი. მაგალითად, ამერიკის ღია პირველობაზე, როდესაც ქალბატონი ნეკა ჩავიდა და გარკვეული ინციდენტი მოხდა, მაშინ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა ქალბატონი ნეკა დაცვის თანხლებით გაიყვანეს და აკრედიტაციაც გააუქმეს. ამ ეტაპისთვის სხვას ვერაფერს გეტყვით".
ადვოკატი ამბობს, რომ ბასილაშვილი ჯოკოვიჩს ესაუბრა და მან
მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა.
სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.
სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.
და რაც მთავარია, არსად არც დასტურდება და ვერც ვერანაერ ფაქტს დებენ რომ ხელით შეეხო, თუ შეეხო მაშინ ღირსიც ყოფილა ყველაფრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერი მსგავსი არ ყოფილა და დადასტურდება კიდეც ეგ რო მოგონილია იმ ქალის... და თქვენ არათუ ვარაუდს, დადასტურებულად წერთ იმას რაც არ მომხდარა...