შიდა პანდემია ჩოგბურთში - ჯოკოვიჩი ტესტირებაზე უარს აცხადებს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ მოწყობილი საგამოფენო ტურნირი Adria Tour-ი კორონავირუსის ჩოგბურთელებს შორის გავრცელების ეპიცენტრი გახდა.

კორონავირუსი დაუდგინდა მსოფლიოს მე-19 ჩოგანს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, რომელიც ნოვაკთან ერთად თამაშობდა. დადებითი პასუხი აჩვენა 33-ე ჩოგან ბორნა ჩორიჩის ტესტმა, რომელიც აღნიშნულ შეჯიბრებაში იღებდა მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელსაც დაუდგინდა, თუმცა თავად ჩოგბურთელი ტესტის ჩაბარებაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და მასალის ჩაბარების არანაირი საჭიროება არ არსებობს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული