ფედერერს ძველ ცოდვებს უხსენებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჯოკოვიჩი რომ ამერიკის ღია პირველობიდან მოკვეთეს ალბათ კარგად გახსოვთ. შემდეგ ინცინდენტში მონაწილე, დაზარალებულ ქალბატონს რა დღეც დაადგა ესეც. sportall.ge-მ ორივე ფაქტის შესახებ მოგახსენათ. ინცინდენტი რომ ძალიან გახმაურდა ესეც ახალი ამბავი არ არის, თუმცა გამოხმაურებები ჯერ კიდევ არ წყდება. 
მაშინ როდესაც ნოვაკის ფანები სოციალური ქსელების მეშვეობით, ხაზის მსაჯ ქალბატონს "საიქიოს უსურვებდნენ", ისიც თქვეს, რომ ასეთ შემთხვევაში, ფედერერსა და ნადალს არავინ არაფერს მოსთხოვდა. იქვე ფედერერის 2006 წლის ინცინდენტიც ამოტივტივდა, როდესაც შვეიცარიელი დაუდევრად მოიქცა და გადაგდებული ბურთი ახალგაზრდა ბოლ ბოის გაარტყა. მაშინ კი ინცინდენტმა მშიდად ჩაირა და ორივე მხარემ სიცილით დაასრულა ურთიერთობა. espn-ის კომენტატორება ხსენებულ მატჩზე, პირდაპირ ეთერში იხუმრეს კიდეც, რომ ახალგაზრდა ბოლ ბოის მეგობრებისთვის მოსაყოლი ამბავი ექნებოდა, რომ თვით როჯერ ფედერერმა ბურთი მოარტყა.
ამ დღეებში ატეხილი დიდი აჟიოტაჟის შემდეგ კი ნოლეს დისკვალიფიკაციას, 2006 წლის "ინცინდენტის" მონაწილე ბოლ ბოი - ჰიტ ჯემისონი გამოეხმაურა. 
ჰიტმა საკუთარ ტვიტერზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"2020 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ბურთს არტყამს ხაზის მსაჯს, მას ამერიკის ღია პირველობიდან ხსნიან. 
2006 - როჯერ ფედერერი ისვრის ბურთს და მარტყამს მე. თან მეუბნება - "შენ მზად უნდა იყო ამისთვის" და ხითხითებს.
ეს იყო 14 მძიმე წელი. როჯერ, ბოდიშის დრო ხომ არ არის? "

ეს პოსტი კი მართალია ხუმრობას გავს, მაგრამ ვინ იცის, 2020 წელია და არ გაგვიკვირდეს რომ ჰიტ ჯემისონი, "ტვიტს" სრული სერიოზულობით წერდეს.

altიმედია, მკვდარ შვილს მალე შეუერთდები - ჯოკოვიჩის მსხვერპლს თავს სერბები დაესხნენ


altჯოკოვიჩის დისკვალიფიკაციის მიზეზიც ეს იყო... - US Open-ის მთავარი მსაჯი



altჯოკოვიჩმა ქალ მსაჯს ბურთი გაარტყა და ტურნირიდან მოხსნეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ღრუზინი შენ თვითონ იყავი, მე არ მომწონს ეს იდიოტური სიტყვა, არც ამ სიტყვის განსაზღვრება, რომელიც ხელოვნურად არის შეთხზული და შექმნილი სხვისი, (ქართველის) შეურაცყოფისთვის. წარმომთქმელს თავი ელიტური ქართველი ჰგონია, სვეტი(???), ზეაღმატებული. და ყველა დანარჩენი გაუნათლებელი, ღორი, ბნელი და ისტორიაში ჩარჩენილი ჰგონია
grisha
21:47 09-09-2020
1
აუჰ კადრში ქერა თმებით ქალი რა სიცოცხლეა )) მასეთ სასწაულ ქმნილებასთან ერთად ცხოვრებისთვის კი დავთმობდი ულაპარაკოდ ასე 30 წელს))
გამაცანით რა ვინმემ სულიერმა პრინციპში ეს კადრი დაახლოებით 10 წლის უკანდელი იქნება მინიმუმ შესაბამისად ეგ ქალი ახლა უკვე დამას რომ ვუწოდებთ ღრუზინები აი მაგ სტადიაში უნდა იყოს ხომ? იფ იფ
კიკოლა-ყორღანაშვილი
17:02 09-09-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული