ქართველმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 39-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოფიის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს 149-ე ჩოგანთან, შვეიცარიელ მარკ ანდრეა ჰასლერთან 3 სეტში დამარცხდა.
პირველი სეტი ნიკოლოზმა უშანსოდ, 1:6 დათმო. მეორე სეტში კი ქართველმა ჩოგბურთელმა მე-10 გეიმში ბრეიკი გააკეთა და სეტი მოიგო - 6:4.
ბოლო, მესამე სეტის მე-12 გეიმში ნიკოლოზს ორი მატჩბოლი ჰქონდა, თუმცა ვერცერთის გამოყენება ვერ შეძლო. ტაიბრეიკზე, ანგარიში 5:5-ის შემდეგ მხოლოდ 1 გათამაშება მოიგო, 3 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მესამე სეტი და შესაბამისად, შეხვედრაც დათმო: 6:7.
აღსანიშნავია, რომ
24 წლის შვეიცარიელმა კარიერაში ATP-ის ტურნირებზე მხოლოდ მეხუთე მატჩი მოიგო. ნიკოლოზს კი თებერვლის შემდეგ შეხვედრა არ მოუგია...
ნუ დაყარე ფარ-ხმალი, ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ნუ გეშინია, მიდი, იბრძოლე! შენი გულშემატკივრები შენს გვერდით არიან!
ნუ დაყარე ფარ-ხმალი, ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ნუ გეშინია, მიდი, იბრძოლე! შენი გულშემატკივრები შენს გვერდით არიან!