რუსმა კარი გაიჯახუნა, მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 19 ნოემბერს, ჩოგბურთის შემაჯამებელი ტურნირის მესამე ტურის პირველი ორი მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს რუბლევი - ტიმი და ნადალი - ციციპასი დაუპირისპირდნენ.

რუბლევი - ტიმი 6:2, 7:5

რუსმა ჩოგბურთელმა საწყისი ორი მატჩი წააგო და ამ თამაშს მისთვის ერთგვარი ფინანსური დატვირთვა ჰქონდა. შეგახსენებთ, გამარჯვებული 150 000 ევროს იღებს.
დებიუტანტმა ჯგუფის ლიდერი დომინიკ ტიმი დაამარცხა და ტურნირიდან კარი გაიჯახუნა.
რაც შეეხება ავსტრიელს, მომდევნო მატჩს ტიმი ზვერევი/ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებულთან გამართავს.
ნადალი - ციციპასი 6:4, 4:6, 6:2
ამ მატჩში სასწორზე ნახევარფინალის საგზური იდო. რაფაელ ნადალმა ბერძენი მოქმედი ჩემპიონი
სამ სეტში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.
ესპანელი მომდევნო მატჩს რუს დანილ მედვედევთან გამართავს.
რაც შეეხება დღევანდელ თამაშებს, დღეს მეოთხე ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან.
მეორე მატჩში კი უმოტივაციო მედვედევი არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული