ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, ზვერევის მნიშვნელოვანი გამარჯვება! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 18 ნოემბერს, ლონდონში ჩოგბურთის სეზონის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ტური დასრულდა.

ცნობილია ორი ჩოგბურთელის ვინაობა, ვინც ნახევარფინალში იასპარეზებს. ესენი გახლავთ დომინიკ ტიმი და დანილ მედვედევი.


ზვერევი - შვარცმანი 6:3, 4:6, 6:3

ზვერევმა, ამ გამარჯვებით, ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. რაც შეეხება შვარცმანს, ეს მისთვის მეორე მარცხი გახლდათ და ჯგუფში ჩარჩა.

მომდევნო მატჩს ჩოგბურთელები ხვალ, 20 ნოემბერს გამართავენ. ერთმანეთს ნახევარფინალის საგზურისთვის ალექსანდრ ზვერევი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დიეგოს, ის ნახევარფინალში აღზევებულ მედვედევს დაუპირისპირდება. 


ჯოკოვიჩი - მედვედევი 3:6, 3:6

მოულოდნელად ჯოკოვიჩი რუსთან უშანსოდ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ დანილის 
მოწოდება ნოვაკმა ვერცერთხელ მოიგო. 

ამ საშინელი თამაშის შემდეგ ნოვაკს რეაბილიტაციისთვის 2 დღე აქვს. როგორც აღვნიშნე, სერბი ჩოგბურთელი ზვერევს 20 ნოემბერს დაუპირისპირდება.

altლონდონის შემაჯამებელი ტურნირი - დღე #2 [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები ნოლეს!!!
0
გააყალბა ... იმან .... )
0

სიახლეები პოპულარული