2020 წლის საჩოგბურთო სეზონი დასრულდა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო მიმდინარე წელს ბევრი ტურნირი ვერ ჩატარდა, თუმცა სპორტსმენებმა რამდენიმე დიდი ტურნირის თამაში მაინც მოახერხეს.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულშემატკივრო ადამიანი ნიკოლოზ ბასილაშვილია, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი შედეგები დააფიქსირა.

ყველას კარგად მოგეხსენებათ მისი ოჯახური სკანდალი და ამ თემაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ...

ყველაფერი კი სწორედ ამ ცუდი ფაქტის შემდეგ დაიწყო. ჩვენებურმა ვერცერთ ტურნირზე ვერ მოახერხა მატჩის მოგება, სოფიის ტურნირამდე კი სულაც 10 დაპირისპირებაში სეტი არ ჰქონდა აღებული და "ჩელენჯერების" დონის ჩოგბურთელ ჰუსლერთან სათავისოდ მხოლოდ ერთი პარტიის დატოვება მოახერხა.

ნიკოლოზმა აუცილებლად უნდა შეძლოს და დაივიწყოს გასული სეზონი, რომელიც კატასტროფული გამოდგა.

მიუხედავად ამ ძალიან ცუდი შედეგებისა, მან ტოპ 40-ში ადგილი მაინც შეინარჩუნა, რაც მომავალი წლისთვის ტურნირებში ძირითად ბადეში თამაშის საშუალებას მისცემს.

რა იქნება მომავალ წელს? - ჯერ კიდევ გაურკვეველია, გააგრძელებს თუ არა ბასილაშვილი მწვრთნელ იან დე ვიტთან თანამშრომლობას, ვისთან ერთადაც წარსულში ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა.

ფაქტია, რომ დე ვიტი კარგი სპეციალისტია, მაგრამ როგორც ჩანს, მან ვერ მოახერხა, რომ ჩვენებური ამ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოეყვანა და საბრძოლოდ განეწყო.

ნიკოლოზს თითოეულ შეხვედრაში უამრავი უნებლიე შეცდომა აქვს. თითქოს ის თამაშში არ არის და მხოლოდ პერიოდულად თუ შეგვახსენებს თავს თავისი ძლიერი მხარეებით.

დაა... ის უნდა დაბრუნდეს, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! რატომ? - ბასილაშვილი ქართული სპორტის სახეა. მან ჩვენი ქვეყანა მსოფლიო სპორტულ სარბიელზე უკვე არაერთხელ ასახელა.

ადვილი საქმე არაა, ჩოგბურთში იმ დონეს მიაღწიო, რომ შენზე ნადალი და ჯოკოვიჩი დადებით სიტყვებს ამბობდნენ და კარგ სპორტსმენად გთვლიდნენ.

2021 წლის საჩოგბურთო სეზონი იანვარში დოჰასა და ავსტრალიაში დაიწყება. ბასილაშვილი ან სიდნეიში ჩავა, ანაც ყატარის ტურნირში ცდის ძალებს.

ნიკა ქართულ სპორტს სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ის ბასილაშვილი, რომელმაც არაერთი დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქა და მებრძოლი სული გვანახა.

წარმატებები მას 2021 წელს და ბასილაშვილს თავისი საუკეთესო ფორმის დაბრუნება ვუსურვოთ.

აფერისტ ქალს არ დაუჯეროთ,იგი ფულის გიჟია. ნიკა, გვჯერა შენი. მინდა სულ წარმატებებით გევლოს. შენ საქართველოს სახელის განდიდებას ემსახურები. წარმატებები..
ნათი
ნიკა და ქალებზე მოძალადე? სად ნახეთ? დაუჯერეთ პროვოკატორ ცოლყოფილს?
სოსო
ქალებზე მოძალადეს.საიდან დაასკვენი,რომ ისიც შენ გგავს?ისე მდიდარ ქმრებზე მონადირეები,ძალიან მომრავლდნენ საქართველოში და ალბათ დროა,კანონი შემოიღონ:-თუ აღმოჩნდება,რომ მეუღლე ქმრის ქონებაზე ნადირობდა,ესეც ძარცვის კატეგორიაში გავიდეს,შესაბამისი პასუხისმგებლობით.ნიკას კი ვუსურვებ,თავს შემოუძახოს და ძველებურად ათამაშდეს.ის არც პირველია,მსგავსი ბრალდების მსხვერპლი რომ გახდა და არც უკანასკნელი.სხვები ცხოვრებას აგრძელებენ და ნიკამაც უნდა დაძლიოს სტრესი.
ჰავლაბრელი ტიღუა
შენ მართლა ქალებზე მოძალადე, სად ნახე განაჩენი, რომ ნიკოლოზმა ქალებზე იძალადა? რატომ ტვინს არ ატან ნათქვამს?
ტარტაროზი
გივანით ბაია. გამოდი)))))))))))))))))))))))
უ თე ბაია პატარაია გენაცალე
ტაში , დიდი ცხვირს სად ყოფთ იცით ? ))
დავითი
დარწმუნებული ხართ ქალბატონო, რომ მოძალადეა? თუ უბრალოდ ტალახტყორცნის სპორტის მოყვარული ბრძანდებით?
ქალებზე მოძალადე
ცოტა სირცხვილია რომ ქალებზე მოძალადე როა ადამიანი და მხოლოდ მის სპორტულ მხარეს უსვამთ ხაზს!!! ალბათ არც გამოაქვეყნებთ ამას! რაც არ უნდა სპორტსმენი იყოს პირველ რიგში ადამიანობა ფასდება და ისე იცავთ მთელი სპორტალი თითქოს არაფერი მომხდარა და მერე რა!
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ბასილაშვილის მწვრთნელი: საშინელი სეზონი გვქონდა, თუმცა ამდენი პრობლემის ფონზე...
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
ბასილაშვილის მერე პირველად - მარიმ არჩევანი ნიკას ყოფილ დამრიგებელზე შეაჩერა
ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი, რომელიც ცნობილ ჩოგბურთელებს ავარჯიშებდა
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ბასილაშვილის მწვრთნელი: ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ ასეთი შეჯიბრება არსად მინახავს
ბასილაშვილის ყოფილი მწვრთნელი მარიმ 2 თვეში გაათავისუფლა - რატომ შეწყვიტა ენდიმ თანამშრომლობა იან დე ვიტთან
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!