ეკატერინე გორგოძემ დუბაიში 100 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ დუბაიში გამართული წყვილთა კატეგორიის ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდიც 100 000 დოლარი გახლდათ.

ის ინდოელ ანკიტა რაინასთან იყო შეამხანაგებული და ფინალურ მატჩში ალიონა ბოლშოვა ზადოინოვისა და კაი ჯუვანის დუეტს სამ სეტში 6:4, 3:6 და საჩემპიონო ტაიბრეიკზე 10:6 სძლიეს.

ფინალამდე ქართულ-ინდურმა დუეტმა სამი მეტოქე დაამარცხა. საინტერესოა, რომ ტიმეა ბაბოშისა და კრისტინა მლადენოვიჩის სახით ტურნირზე მონაწილეობდა პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი, თუმცა ერთ-ერთი ჩოგბურთელის ტრავმის გამო მათ ასპარეზობაზე უარი 1/8-ფინალიდან თქვეს.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენებური ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა, თუმცა
საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ პირველივე წრეში ანა კაროლინა შმიდლოვასთან დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცავთ ეკა, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ.
გიზოგ
22:48 13-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული