"ვინ გიშლის შვილზე ზრუნვას?! 237 ლარი დახარჯე და ერთი ამბავი ატეხე" - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს პასუხობს

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს ბასილაშვილმა Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ შვილი ძალიან ენატრება, მაგრამ მასთან დარეკვაც კი არ შეუძლია.

"ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ,
რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს ცოტა მანიპურირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, საგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი თავისი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!" – წერს დოროყაშვილი.

მკითხველის კომენტარები / 57 /
ესკორტის გოგოს ფორმაშია
Vavili
02 იანვარი 2021 15:22
26
ფაქტია რომ ეს კაცი ფულს ყველაფერზე წინ აყენებს. ამაზე მის მიერ ალბათ გაყიდული თამაშიც მოწმობს ფინელებთან რომ დათმო ადამიანთან რომელსაც მერე ჩოგბურთი არ უთამაშია და რომელიც საერთაშორისო კლასიფიკაციაში საერთოდ არ არსებობს. თავმოყვარეობას მაინც ცოლი ვერ წაართმევდა როცა საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება.
.......
02 იანვარი 2021 14:21
104
..... უსამართლო და უადგილო კომენტარია მრავალწერტილო
თბილისელი
03 იანვარი 2021 22:08
0
.. ამას ექსცოლი წერ თუ შენი . ,,კამანდიდან'' წერენ???!!! ჩოგბურთის აზრზე , რომ არ ხარ გეტყობა!!! ეს შენი ,,კამანდის'' აზრია , თან იცი რომ აბსოლუტური ტყუილია, მოგონილი, მაგრამ კაცს როგრ აურიოთ ცხოვრება უკვე აღარ იცთ!!! უკან დაგიბრუნდებათ ეს სიბოროტე იცოდეთ!!! ანუ ,, კამანდამ'' იცის და ატპ ტურს ძინაცს არა???!!!! სასაცილოა მართლა!!!
დათო
02 იანვარი 2021 20:44
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული