1 წლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეხვედრა მოიგო!

AutoSharing Option
ანტალიაში მიმდინარე 250-იანი კატეგორიის ტურნირის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა იტალიელი ანდრეა არნაბოლდი სამ სეტში 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

ქართველმა 6 ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი 4-ჯერ დაკარგა. ჩვენებურის ანგარიშზე 3 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

საინტერესოა, რომ ბასილაშვილი მეორე სეტში 4:5 აგებდა და მეტოქე მატჩზე აწვდიდა, თუმცა მან ბრეიკი გაახერხა და შემდეგ უკვე ზედიზედ 8 გეიმიც სათავისოდ დაიტოვა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვრის შემდეგ ნიკოლოზმა პირველი შეხვედრა მოიგო. მას აქამდე ზედიზედ 11
დაპირისპირება ჰქონდა წაგებული.

1/16-ფინალში ბასილაშვილი თურქ ალტუგ ჩელიქბელიქსა და და პოლონელ კასპერ ჟუკს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

altბასილაშვილის წერილი შვილს: მამიკო, ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება...

მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატებებს გისურვებ ნიკოლოზ!
ფერნანდო
22:06 07-01-2021
1
გაიხარე ნიკა!გილოცავ გამარჯვებას და ქრისტეს შობას.დაე ეს გამარჯვება,ნიკა ბასილაშვილის, ხელმეორედ დაბადების დღეც გახდეს
სოსო
20:07 07-01-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული