სხვა

ჩოგბურთი

საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდი - რა თანხას გამოიმუშავებს ბასილაშვილი, თუ ანტალიის ტურნირს მოიგებს

AutoSharing Option
გუშინ უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანტალიის ტურნირის 1/16-ფინალში გააღწია.

მან იტალიელი არნაბოლდის დამარცხებისათვის და შესაბამისად, პირველი წრის დაძლევის შემდეგ 3200 ევრო უკვე გამოიმუშავა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენებური ხვალ თურქ ალტუგ ჩელიქბელიქსაც დაამარცხებს (რაც სავსებით რეალურია), მის ანგარიშზე დამატებით 5700 ევროც ჩაირიცხება.

მეოთხედფინალში მოგებისთვის ის უკვე 9700 ევროს, ნახევარფინალში გამარჯვებისთვის 14 000 ევროს, ტურნირზე ჩემპიონობისთვის კი 27 960 ევროს მიიღებს.

აქვე გასათვალიწინებელია ისიც, რომ ბასილაშვილი წყვილებშიც ასპარეზობს, თუმცა იქ საპრიზო თანხა გაცილებით ნაკლებია.

ასევე დაგაინტერესებთ