დღეს, 21 თებერვალს მელბურნის ცენტრალურ კორტზე ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა.
"ნოლეს" მეტოქე ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი იყო, რომელმაც "ჯოკერს" წინააღდეგობა საერთოდ ვერ გაუწია და სერბმაც 3 სეტში უპრობლემოდ იმარჯვა: 7:5, 6:2, 6:2.
ჯოკოვიჩისთვის ეს ავსტრალიის ღია პირველობაზე მოპოვებული მე-9 გამარჯვება იყო. ჯამში, "ნოლეს" 18 დიდი სლემი აქვს მოგებული და ნადალი/ფედერერის "წყვილს" 2 ტიტულით ჩამორჩება.