ბასილაშვილმა გაიმარჯვა და 1/4-ფინალში ფედერერს შეხვდება

AutoSharing Option
დოჰას ტურნირის მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგით 42-ეა, ტუნისელ მალექ ჯაზირს (262) შეხვდა და საკმაოდ იოლად, 6:2; 6:2. დაამარცხა.

ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი (6) იქნება, რომელმაც ბრიტანელ დანიელ ევანსს (28) სძლია (7:6, 3:6, 7:5).

ბასილაშვილისა და ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნიკა ! წარუმატებლობა დამთავრდა.დაივიწყე და აღარასოდეს გაიხსენო.იცოდე:პოტენციურად ამჟამად მსოფლიო ათეულის უპირველესი კანდიდატი ხარ და მასში მყოფ რამოდენიმესთან დადებიტი ბალანსიც გაქვს.გვახსოვს დამარცხებული არგენტინელი დელ პოტრო,ბრწყინვალე თამაში ნადალთან,ჯოკოვიჩთან,რუსების ყოჩებთნ და სხვა მრავალი.თუ კარგად მახსოვს-ჩემი სათაყვანებელი ფედერერიც გყავს დამარცხებული.ახლა შენი უპირობო გულშემატკივარი ვიქნები და მწამს-თამამად ეთამაშები,ფსიქოლოგიურად გამარჯვებულის შეგრძნებით დაიწყებ და ტრიუმფით დაამთავრებ თამაშს.ისიც გაითვალისწინე,რომ როჯერსაც არ უთამაშნია კარგა ხანია და პრობლემები მასაც აქვს უხვად.ასე,რომ ...მიდი ნიკა.საქართველო შენთანაა.
GIORGI
23:06 10-03-2021
3
... ყოჩაღ ნიკა!!! შენთან ერთად გვიხარია შენი წარმატება!!! როჯერიდა ევანსი დრეს ერთმანეთს შეასკდნენ!!! ორივე ბოლომდე დაიცალა!!! 12-ში ითამშე თავისუფლად და მაქსიმალურად ეცადე არ აჰყვე მის ტემპს!!! ცვალე თამაში , მეორე თამაშის მაღალ დონეზე თამაში შეიძლება გაუჭირდეს!!! შენ მაქსიმალურად ეცადე, რომ ლამაზი და ღირსეული ჩოგბურთი აჩვენო!!! ყველაფერი გამოგივა!!! ინერვიულოს როჯერმა!!!წარმატბები!!!
დათო
22:43 10-03-2021
1

სიახლეები პოპულარული