დღეს, 10 მარტს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მომდევნო მატჩს მალეკ ჯაზირის წინააღმდეგ გამართავს.
ნიკოლოზმა 2018 წელს ტუნისელი მეტოქის დამარცხება ერთხელ უკვე მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია, ბასილაშვილი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდეს. შვეიცარიელი ლეგენდა დანიელ ევანსს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზის შეხვედრა თბილისის დროით 18:10 საათზე დაიწყება.