დღეს, დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება.
ნიკოლოზის გადაბმული წაგებათა სერიის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება სასიხარულო და იმედის მომცემი გახლავთ.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება როჯერს დარჩა, რომელმაც ბასილაშვილს უშანსოდ, 6:2 6:1 6:2 მოუგო, თუმცა იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.