"იქ იყავით, ბასილაშვილი ცოლს რომ ურტყამდა?!" - გიორგი ზურაბიშვილი ნიკას გამარჯვებაზე

AutoSharing Option
სპორტული ჟურნალისტი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ როჯერ ფედერერის დამარცხებას ეხმაურება.

როგორც იცით, ჩვენებურმა ლეგენდარული შვეიცარიელი დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში სამ სეტში 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.

"ეს ხალ­ხი ასე რამ გა­ა­ბო­რო­ტა, მარ­თლა ვერ ვხვდე­ბი. ნა­ხე­ვა­რი "ფე­ის­ბუ­ქი" წერს, მო­ძა­ლა­დეს რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რობ­თო და კი­დევ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, გა­უ­მარ­თლა ბა­სი­ლაშ­ვილს, ფე­დე­რე­­რი და­ბერ­და და ცუდ ფორ­მა­ში იყოო. კარ­გით რა, მარ­თლა და მარ­თლა... იდე­ა­ლურ ფორ­მა­ში მყოფ ფე­დე­რერს რომ ვე­რა­ვინ მო­უ­გებს სამ­ყა­რო­ში, ისე­დაც ვი­ცით და ამ ძა­ლა­დო­ბა­ზე კი­დევ რა ჩაფ­სიხ­დით მარ­თლა? ისე წერს ზოგი, გე­გო­ნე­ბა
თვი­თო­ნაც იქ იყ­ვნენ, რო­დე­საც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ცოლს ურტყამ­და.

ჯერ არ დამ­ტკი­ცე­ბია არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბა და სა­კი­თხი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია. ისიც მახ­სოვს, ბრალ­დე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან რო­გორ გა­მო­უ­ტა­ნეთ გა­ნა­ჩე­ნი, ჩა­ქო­ლეთ და აბუ­ლინ­გეთ. ცოლი რო აშან­ტა­ჟებ­და, ეგ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია თქვენ­თვის რა­ტომ­ღაც, უფრო სწო­რად, არ გინ­დათ რომ და­ი­ჯე­როთ და რომც იყოს მტყუ­ა­ნი ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, თქვენ გგო­ნი­ათ, სპორ­ტს წმინ­და­ნე­ბი თა­მა­შო­ბენ და ხე­ლოვ­ნე­ბას წმინ­და­ნე­ბი აკე­თე­ბენ? მა­შინ ნუ უყუ­რებთ ნუ­რა­ფერს და თუ იდე­ა­ლურ ადა­მი­ანს ეძებთ, ქრის­ტეს სად­მე რომ ნა­ხავთ ტე­ლე­ვი­ზორ­ში, მეც მი­თხა­რით!

იმა­საც კი ვერ ხვდე­ბით, რომ ქვე­ყა­ნას ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ. ეს "ფე­ის­ბუქზონ­დერე­ბი" რა­ღაც ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდნენ და სხვე­ბის და­მუ­ნა­თე­ბით იღე­ბენ სი­ა­მოვ­ნე­ბას. თქვენ თა­ვებს მი­ხე­დეთ რა, ამ­დე­ნი ბოღ­მის ნთხე­ვას, გირ­ჩევთ სა­კუ­თარ თა­ვებ­ზე იმუ­შა­ოთ და შე­იძ­ლე­ბა რო­დეს­მე ფე­დე­რერს თუ არა, მე­ზო­ბელს მა­ინც აჯო­ბოთ რა­მე­ში", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბაბუცას რაც მეტი აგინებს მით მეტი ბონუსი ერიცხება :)))) ვინც მაგას უფლებადამცველობა დააბრალა :) ბოლოს სამართლიან არჩევნების მრჩეველი იყო და ქე ვნახეთ რა შარში გაიჩითნენ :)
daviti
17:05 13-03-2021
0
აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. ბოლო მომეწონა , ფედერერს თუ არა მეზობელს მაინც აჯობოთ რამეში ! ))
აწი ლოკოს ფანი
13:52 13-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული