დოჰას ტურნირის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მისი გერმანელი საცოლე შარლოტა ეხმაურება, რომელიც "ინსტაგრამ სთორიში" ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"როდესაც საუკეთესოს (GOAT (თხა)) ეთამაშები, მაგრამ შენ პანტერა ხარ".
აქვე შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის მეტოქე 1/2-ფინალში დღეს ამერიკელი ტეილორ ფრიცი იქნება.