ბასილაშვილს ქართველი გულშემატკივრები მიმართავენ

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივარი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართავს:

- ნიკა, შენი წარმატება ნიშნავს ერისთვის სიამაყის ნაპერწკალს და ჩოგბურთზე მეტი ბავშვის შეყვანას. დიდი მისია გაქვს, წარმატებები! - კონსულტანტი.

- ქართული სპორტის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება!!! ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრავო!!!!! მადლობა ასეთი სიამაყის განცდისთვის!!!!!!!!!!!! - აგული.

- გენაცვალეთ, ჩვენი დროის გმირო! წინ დიდი მუზარადია! - ნუგო.

- ეს მხოლოდ დასაწყისია! წარმატებები მწვერვალზე დამკვიდრებისთვის ბრძოლაში და მადლობა ამ სიხარულისთვის, რასაც გვანიჭებ. - არი L.

- ამ წარმატების დაგვირგვინება იქნება ტურნირის მოგება, რაც სულაც არ ჩანს არარეალურად.
იმედია, ამ ტურნირს მოიგებ და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებ. - გოგა.

- ყოველთვის მჯეროდა ნიკას წარმატების, მის გულშემატკივრებს წინ უამრავი გამარჯვება და საოცარი წუთები გველოდება. - მიხეილი.

- ნიკოლოზ, შენი თითოეული გამარჯვება უდიდეს სიხარულს გვანიჭებს პრობლემებით სავსე ქართველ ხალხს. მჯერა, იპოვი საკუთარ თავში ძალას და შეუძლებელს შეძლებ, იმიტომ, რომ შენ საუკეთესო ხარ! - დათო27.

- ნიკა! მთელი ერი გახარებულია! კიდევ ბევრჯერ გაგვახარე!
გამარჯვებები ერის გაერთიანების საწინდარია! - ალექსანდრე.

- კარგია, რომ საკუთარ თავში იპოვა ძალა და ასეთი დაბრუნება შემოგვთავაზა. წარმატებები, ნიკა. ასეთი ქამბექის მერე მხოლოდ ტურნირის მოგებას განვიხილავთ. - მიროსან.

- ნიკა, შენ დიდი ხნის ოცნება აისრულე!!!

ახლა დაამტკიცე, რომ ეს შემთხვევით არ იყო!!! გამარჯვებას გისურვებ!!! - ზურა.

- მჯერა, დოჰას ტურნირს მოიგებ და დიდებულად დაბრუნდები! წინ, გამარჯვებისკენ, ბასილ. - მერაბი.

alt"იქ იყავით, ბასილაშვილი ცოლს რომ ურტყამდა?!" - გიორგი ზურაბიშვილი ნიკას გამარჯვებაზე

alt"ეს არ ნიშნავს, რომ ბასილაშვილი მოგვწონს" - თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკოლოზის ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება

altროგორ გამოეხმაურა ბასილაშვილის გერმანელი საცოლე ნიკოლოზის გამარჯვებას ფედერერთან

altარის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ დიდი და დიდი წარმატებები ნიკას მომავალში!
ვახო...
18:04 12-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული