"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს

AutoSharing Option
ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ომ­ბუდსმენს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენის­გან და­იც­ვას.

რო­გორც ჭკა­დუა ამ­ბობს, გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტი და­ი­წე­რა და მო­უ­წო­დებს ნინო ლომ­ჯა­რი­ას, ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­დეს.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს უწო­დე­ბენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, არ­ღვე­ვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და კონ­სტი­ტუ­ცუ­ირ უფ­ლე­ბას, რად­გან სა­სა­მარ­თლოს არ და­უდ­გე­ნია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი არის მო­ძა­ლა­დე.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რომ და­იც­ვას მისი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მ
ართ გა­მოყ­ნე­ბე­უ­ლია სი­ძულ­ვი­ლის ენა. ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლია არ ნიშ­ნავს, რომ მას არ აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ცდი­ლო­ბენ ბა­სი­ლაშ­ვილს იმი­ჯი შე­უ­ლა­ხონ, გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან" - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, დო­ჰას 250-ქუ­ლი­ა­ნი ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ელ ლე­გენ­დას, რო­ჯერ ფე­დე­რერს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი სეტი ფე­დე­რე­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ნი­კო­ლოზ­მა მე­ო­რე სეტ­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და მე­სა­მე სე­ტიც მისი გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა. სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში სამ სეტ­ში ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ - 3:6, 6:1, 7:5 და­ფიქ­სირ­და.

ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი წერ­და, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი "ყო­ფილ ცოლ­ზე მო­ძა­ლა­დეა" და ახლა მისი ზე­ნი­ტში აყ­ვა­ნა არას­წო­რია.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
Პრიმიტივები არიან ბაია და მისი რაზმი,ელემენტარული ანაბანაა რომ სანამ სასამართლო შედეგი არ დადგება ადამიანი უდანაშაულოა.საერთოდ იციან უდანაშაულობის პრეზუმციაა რა არის?მარტო კაცთმოძულეობა და წიკვინი იციან
Levan
22:16 12-03-2021
1
Ვერაფერს დაუშავებენ, საქართველო შენთან არის ნიკოლოზ!
Irakli
22:10 12-03-2021
1

სიახლეები პოპულარული