გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ერთ კვირაში,ადამიანის ასე შეცვლა,წარმოუდგენელია.ასე თავდაჯერებული,500 იან ტურნირებს რომ იგებდა,მაშინაც არ ყოფილა.გილოცავ ნიკა და გილოცავთ,გულშემატკივრებო.ისე მაინც,ნეტავი რა მოხდა?საოცარია.რაგბის არჩევნების შემდეგ,დათრგუნული ვიყავი და სულ მომიხსნა სტრესი.
სოსო
21:59 13-03-2021
2
ეს იყო მაგისთვის გარდამტეხი მომენტი, აწის ძველ ბასილაშვილს ვიხილავთ ყველა ტურნირზე.
ჟორა
21:57 13-03-2021
3

სიახლეები პოპულარული