გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
გილოცავთ , გილოცავ ნიკოლოზ
tenis
13 მარტი 2021 20:55
0
მადლობა შენ გამზრდელს! დიდი ქართველი ხარ! ყველა დიდი შლემი მოგეგოს ნიკა!!!
Geo
13 მარტი 2021 20:54
1
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას.სასწრაფო დახმარების ბრიგადები თურმე მობილიზებული ყოფილან ბაბუცას სახლთან ვაა ვაა ბაბუცა ვაა ვაა..
ქობულეთიდან
13 მარტი 2021 20:54
1
გილოცავ ნიკოლოზ! გილოცავ საქართველო! ჯოკოვიჩი დაგრჩა დასამარცხებელი და მასაც მალე დაამარცხებ!!!
ლეო
13 მარტი 2021 20:51
1
ბრავო ნიკოლოზ! ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას! და კიდევ ბევრი და ბევრი სიხარული მოენიჭებინოს ნიკოლოზს, ქართველებისათვის!
ვახო...
13 მარტი 2021 20:51
1
რატო მეტი არ დავდე☹️☹️☹️
Lui
13 მარტი 2021 20:50
0
გილოცავთ ყველას, გაიხარე ნიკა
kaxa
13 მარტი 2021 20:49
1
ვიზიარებ ბაბუც....
საღოლ ბასილ!!!
სტატე
13 მარტი 2021 20:48
1
გუშინ ხო ვამბობდი აქ, რომ ბაუტისტას მოუგებდა, მისგან განსხვავებით ჩვენებურს მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია, ბადესთან თამაში როგორ დახვეწა, ან როგორ აწვდის. ვულოცავ ნიკას მაგარ დაბრუნებას და კიდევ მრავალ წარმატებებს ველი!!!!
მინდია
13 მარტი 2021 20:48
0
"არის, ასრულდა ოცნება!
Არის, ასრულდა მიზანი!
Კიდევაც დაიზრდებიან
Ალგეთს ლეკვები მგლისანი!!!"
N
13 მარტი 2021 20:47
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული