"შვილს სახლს ართმევს სასამართლოთი" - პატარაია ბასილაშვილზე მორიგ პოსტს აქვეყნებს

AutoSharing Option
ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დოჰას ტურნირზე გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თავის "ფეისბუქის" გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:

"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო?

პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში".

ამას გარდა, მან ანა აბაშიძის პოსტი გააზიარა: "ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას
შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით".

მკითხველის კომენტარები / 15 /
ტყულის გავრცელება არ ისჯება სამართლებრივად? რატომ არ აღძრავთ საქმეს სასამართოში ამ ქალი წინააღმდეგ?
manana
16:27 14-03-2021
0
რაღა ალიმენტი უნდა გადაიხადოს? უამრავი ფული მიუცია ცოლისთვის, ცოლთან არ ცხოვრობს ბავშვი? ცოლს შვილთან დაკავშირებით არანაირი ვალდებულებები არა აქვს? შვილზე მამასაც და დედასაც ერთნაირი ვალდებულებები, ერთნაირი უფლებები აქვთ, მეორეც შვილს რას მოაკლებს? არაფერს არანაირად...
ირაკლი
15:34 14-03-2021
0

სიახლეები პოპულარული