ქსკ "მართვე" ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს სოლიდარობას უცხადებს

AutoSharing Option
ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს "ფეისბუქის" გვერდით სოლიდარობას უცხადებს:

"ქსკ მართვეს ფეხბურთელებს გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო.

ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.

სოლიდარობა
ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ჩვენც ვარსებობთო, ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე")))))))))))))) საყრდენად-ჩამშლელად ვინმე ბაბუცა ხომ არ თამაშობს თქვენთან?
llcl
16 მარტი 2021 09:01
1
რამდენი ხართ ერთი მოგროვდით ძალიან მაინტერესებს, მრცხვენია თქვენ რომ საუბრობთ ქართველ კაცებზე და სპორცმენებზე, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის მაგალითი არიან
ბოღმიან ქალებს რა გეშველებათ
16 მარტი 2021 08:43
1
ყველაზე საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი როგორც ყოველთვის ლიბერალებისგან მოდის.ანგელოზები არავინ ვართ და ყველას გვაქვს ჩვენი ცოდვები,არც ნიკა მგონია უცოდველი,თუმცა ის აგრესია და ვითომ ნიკაზე მეტად ბავშვის გულშემატკივრობა,იმის ფასად რომ ნიკას ოფლით გამომუშავებული ფული,რადგან მეორე მხარეს ბავშვია,სასამართლოს ძალით და ფსიქოლოგიური ზეწოლით მოითხოვო,არის ყოვლად ამორალური საქციელი.თუმცა არც არის გასაკვირი,ენჯეოებისაგან და ვითომ სხვებზე მზრუნველი ხალხისგან სხვას არც მოელი არაფერს.სად ბრძანდებიდნენ პატარა ბაია და სახალხო დამცველი,ანდაც თქვენ ქსკ მართვე,როდესაც დღისით მზისით ნიკოლოზ კაკან გვარამია დედის ტოლა ქალს აგინებდა და ხელით ეხებოდა.რატომ არ დაიცავით და დ
დაგმეთ ეს ფაქტი?!
სამწუხაროდ
16 მარტი 2021 08:03
1
ხოდა აწი ელოდეთ გულშემატკივრობას.. ერთადერთი კაცები ქომაგობდნენ თქვენს ფაფხურს მინდორზე
თბილისი
16 მარტი 2021 09:25
1
კაცებიო??? ვაიმე ბაბუცა გაგიგებს ბიჭოოოო! ძმაო ფრთხილად იყავი სადმე არ ჩაგისაფრდეს ბაბუციკა. კაცების ხსენებაზე ალერგია აქვს.
თბილის-ს
16 მარტი 2021 15:14
0
ამათი აზრები ვის რაში აინტერესებს,თქვენ ის გვითხარით დღეს სად უნდა ვუყუროთ ნიკოლოზის თამაშს
ლევანი
16 მარტი 2021 10:39
1
სილქ სპორტზე გადის მთელი ტურნირი
!!!!!!
16 მარტი 2021 13:22
0
კუმ ფეხი გამოყოო... ვინ არიან, ვის დაეკარგნენ, შემმაკავებელი ორდერის გამოწერა მხოლოდ განცხადების საფუძველზე ხდება. ეს არაფერს ნიშნავს. ჯერ არაფერი არ დამტკიცებულა და ამათმა - სოლიდარობას ვუცხადებთო. მილიონი წაიღო ფულზე დახარბებულმა ქალმა და მაინც ვერ ძღება. სჭირდება თქვენი სოლიდარობა. იმის მაგივრად თქვენს კოლეგა - სპორტსმენი კოლეგა გაამხნევოთ, რა სივბინურეს სჩადიხართ. მარა თქვენი სპორტსმენობა არ გაიშვას...
პავლე
16 მარტი 2021 09:31
0
ესენი საიდანღა გამოხტნენ? თქვენც ეხლა "ფეხბურთის არწივები" არ იყოთ რა? დაეტიეთ სადაცა ხართ.
ნინი
16 მარტი 2021 10:09
1
რაო , ამერიკაში ლიბერალებმა დაიბრუნეს ძალაუფლება და დაფინანსების გაზრდის მიზნით , საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი , ყველაფერს ებღაუჭება ? თქვენი გაკეთებული საქმე მანახვა , გარდა იმ ხელფასებისა , რაზეც ზიხართ ამდენი წელია ?! არ გაგივათ საქართველოში , ეგ ამბავი და რაც უფრო ადრე შეეგუებით მაგ ამბავს , თქვენც დაისვენებთ და ქვეყანაც .
ATP 16
16 მარტი 2021 09:35
1
სასამართლოს საბოლოო განჩინება ჯერ არ დამდგარა, რა სოლიდარობას უცხადებთ თქვენ საერთოდ რამის აზრზე ხართ? ქონება და ფული რაც მისცა გარკვევით ითქვა, თქვენს თავს მიხედეთ რა, თუ ფეხბურთს თამაშობთ ვითამაშეთ, თქვენი საქმე აკეთეთ.
გელა
16 მარტი 2021 07:59
1
ვეღარ გავიგე რა ისტერიული კამპანიაა ატეხილი და რატომ?! დავუშვათ და ბასილაშვილს შეეშალა ხოვრებაში, გაშორდა ამ გოგოს და დაიწყო ახალი ცხოვრება ხო ასეა? რა ქნას ეხლა ჩოგნურთს დაანებოს თავი თუ გულშემატკივარს აღარ გაგვეხაედეს მისი გამარჯვებები??? ჩემთვისაც მიუღებელია ძალადობა, მით უმეტეს მდედრობით სქესის წარმომადგენლებზე, მაგრან გაუგებარია რა უნდა ამ საზოგადოებას ვინც ნიკას ასე სახალხოდ ერჩის. რა ქნას ამ ბიჭმა ის მაინც გაახმოვანეთ (მერე ჩავატაროთ კიდევ ერთი პლებისციტი:)
პაატა
16 მარტი 2021 02:38
1
ვინ ვისზე ძალადობს,ეგ კიდევ გასარკვევია.თუმცა ჩემთვის,სრულიად გარკვეულია.მილიონი არ ჰკმარა გოგოს და კიდევ უნდა.ტილი თუ არ მოიშორე,თავისით არ ჩამოვარდებაო,მართალი ყოფილა.ამან კი,კიდევ სხვა ტილები გამოიძახა,სისხლი ამოვწოვოთო.რა ენაღვლებათ სხვისი შრომა,ოფლი და სისხლი.ბაიას ბავშვებისდარდი აწუხებს?სასაცილოზე მეტია.ამ ქსკ გუნდმა კი,ჯერ იკითხოს რაიმე და მერე გაიგოს და ენა,მერე ატლიკინოს.ეტყობა რაღაც გრანტებს,ამათაც შეჰპირდნენ და ვეღარაფერი გაიგეს,სიხარულით.
სოსო
16 მარტი 2021 11:40
1

სიახლეები პოპულარული