ტაში, ქალებოოო, ელისაშვილი ცეკვავს! - ბაია პატარაია ელისაშვილის მიერ ბასილაშვილისთვის მადლობის გადახდას გამოეხმაურა

AutoSharing Option
უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის მიერ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მი­ა­ნე­ბა და წერს:

"ერმა ბევ­რი იფიქ­რა თუ ცოტა, გა­და­წყვი­ტა, რომ ლა­მა­ზი, მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი კაცი ვერ იქ­ნე­ბა მო­ძა­ლა­დე და იქვე და­ას­კვნა, რომ ლა­მა­ზი, მდი­და­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლიც ვერ იქ­ნე­ბა მსხვერ­პლი.

ტაში, ქა­ლე­ბო­ოო, ელი­საშ­ვი­ლი ცეკ­ვავს!" - წერს ბაია პა­ტა­რაია.

ცნო­ბის­თვის, ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­სი­ლაშ­ვილს ყა­ტა­რის ღია ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ მას ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მო­ძა­ლა­დე­ო­ბის არ სჯე­რა.

"ამ ტრი­ბუ­ნი­და­ნაც მსურს მად­ლო­ბა ვუ­თხრა უკვე ლე­გენ­და­რულ სპორ­ტსმენს,
ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს. შე­იძ­ლე­ბა დიდ ქვეყ­ნებ­ში არც არა­ფე­რია, ბევ­რი წარ­მა­ტე­ბა აქვთ ხოლ­მე იქა­ურ სპორ­ტსმე­ნებს, მაგ­რამ ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის ეს სპორ­ტიც არის, პო­ლი­ტი­კაც არის, ხე­ლოვ­ნე­ბაც არის და კულ­ტუ­რაც არის ერ­თბა­შად. რო­გორც ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ ერთ მო­ქა­ლა­ქეს, რო­გორც ერ­თმა ქარ­თველ­მა ერთ ქარ­თველს, მსურს, დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა იმ თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­თვის და წარ­მა­ტე­ბის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი, ჩვე­ნი ერის სა­ხე­ლი ასე გა­ი­ტა­ნა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მით უფრო, იმ ფონ­ზე, რაც მას თავს და­ა­ტყდა,

რო­გორც კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია იტყო­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კაცი რომ გა­მოგ­ვე­რე­ვა ხოლ­მე, მერე მზად ვართ, რომ დავ­კორტნოთ ყვე­ლამ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჟი­ნით და შე­მარ­თე­ბით და ამ ახალ­გაზ­რდა კაც­საც ასე უტევ­და ძა­ლი­ან ბევ­რი.

ვე­რაფ­რით ვერ და­ვი­ჯე­რებ ამ კა­ცის მო­ძა­ლა­დე­ო­ბას. არც უჩანს, რომ ეს კაცი მო­ძა­ლა­დეა და პი­რი­ქით, ვნა­ხეთ კი­დე­ვაც, რომ მისი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან წა­მებ­ში მან სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა და პირ­ველ რიგ­ში, თუ ვინ­მეს მი­მარ­თა და თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცა, ეს არის მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი და ალ­ბათ, ყვე­ლა­ნი ამის მოს­მე­ნით გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­ნი ვი­ყა­ვით.

მად­ლო­ბა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს თავ­გან­წი­რუ­ლი ბრძო­ლის­თვის, შრო­მის­თვის და წარ­მა­ტე­ბის­თვის" - აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

წყარო: AMBEBI 

alt"ბავშვის სამი ვიდეო ჩაიწერეს, სადაც მას ალაპარაკებენ, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ და მცემენო..." - ბასილაშვილის მამის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 26 /
მოაშორეთ აქაურობას მორიგი სარეველა ბალახი (სახელს არ დავწერ, იმიტომ რომ მიაზანი აქვს სახელი გაითქვას) ქალთა უფლებების დამცველი. მარტო წარმატებულ და განთქმულ მამაკაცზე პარაზიტობით რომ "იცავს" ქალების უფლებას. ბევრ უბრალო ოჯახი აქვს ბევრი საქმე (თუ სამე აინტერესებს), მაგრამ პოპულარულ და სახელგანთქმულებზე იკეთებს პიარს და "იჭერს ჰაიპს". პარაზიტი და სარეველა მოაშორეთ აქაურობას. არა და სპორტის მოყვარულებს მოიშორებთ ძალაუნებურად.
P.S. მკითხველებს გთოხვთ დავივიწყოთ ამისი სახელი. მოვიხსენიოთ უსახელოდ!საქართველოს მავნებელს სახელი უნდა გავუუქმოთ!
გია
18:54 17-03-2021
1
სპორტალზე ბაია პატარაიაზე უფრო მეტს წერთ, ვიდრე ბასილაშვილის შედეგებზე.
kane
17:57 17-03-2021
0

სიახლეები პოპულარული