"ბასილაშვილმა ოცნების სახლი აიშენა, მოაწყო ყველანაირად და დაუტოვა..." - ახალი დეტალები ყოფილი წყვილის სკანდალურ საქმეში

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ჟურნალ "სარკესთან" სკანდალური საქმის დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, ჩემპიონის გამამართლებელი განაჩენი მალე გამოცხადდება და ნეკა დოროყაშვილის ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სრული სიცრუეა.

"ნახეთ, თუ რა ქონებას ფლობდა ნელი დოროყაშვილი დაქორწინებამდე და რას ფლობს ახლა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა ოცნების სახლი აიშენა, მოაწყო ყველანაირად და დაუტოვა თავისი შვილის, ლუკასის დედას", - ამბობს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სახლზეა საუბარი, უფლებადამცველი პასუხობს, რომ ეს სახლი ნელი დოროყაშვილზე არის გაფორმებული და ამასთან დაკავშირებით დავა არ მიმდინარეობს.

"დოროყაშვილი, ამ სახლის გარდა,
დამატებით კიდევ ითხოვდა სახლს. ნიკოლოზს ხელს უშლიდნენ ბავშვთან კომუნიკაციაში და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთ სახლს აჩუქებდა, ოღონდ ბავშვთან ურთიერთობის საშუალება მიეცათ. მაგრამ ამაზე უარი უთხრეს. ამიტომ, ნიკოლოზის თქმით, სახლს ლუკასს მას მერე აჩუქებს, როცა ბავშვი 18 წლის გახდება".

წყარო: marao

მკითხველის კომენტარები / 12 /
ამნაირი ფულზე გაყიდული და ბავშვით მანიპულირებელი ქალი რამდენია... მე რო მოსამართლე ვიყო ბავშვის აღზრდას მამას მივანდობდი იმიტომ რომ სხვა ამნაირ ალქაჯს აზრად აღარ მოუვიდეს ბავშვის სახელით ქონების დაგროვება და გულავი. სუფთა ცირკის წინ მდგარი ალქაჯი
რომა
13:45 19-03-2021
3
დაზარალებული ბასილაშვილი არის, არ გინდა ამ ვეძმას ყურება! ჯერ სურატებში რა აფტარს გავს და რეალში რა ბაბა იაგა იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ?!
საწყალი ბიჭი ამის ხელში! შვილო რა გინდოდა ერთი ჩვეულებრივი გოგო მოგეყვანა ამის მოყვანას
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული