რას მოითხოვს ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილისგან? - დოროყაშვილს მადა გაეხსნა...

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, "რუსთავი 2" სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე, მძღოლის მომსახურებას და
სხვ.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი 2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

"პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი - ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მიმდინარე წლის მარტში შევიტანეთ დაზუსტებული სარჩელები (და არა ახალი) ამ ორ საქმეზე.

ალიმენტის საქმეზე დაზუსტებული სარჩელით შემცირდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, სადაც საუბარია ბავშვის ხარჯების ნახევრის დაფარვაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. უცნაური გარემოებაა, როდესაც მხოლოდ 1 მშობელი ფარავს ბავშვის მთლიან ხარჯებს, ამ შემთხვევაში დედა ნელი დოროყაშვილი, ხოლო მამა, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფაქტობრივად, უარს აცხადებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და გამოდის, რომ სურს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მხოლოდ მინიმალური, ყველაზე ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. რეალურად ნელი დოროყაშვილი ითხოვს საერთო შვილის ხარჯების შუაზე გაყოფას, ხოლო მოპასუხე მხარე ამას სადავოს ხდის. ესე იგი, თუ დედა შვილს ყველაფერს უკეთებს და არაფერს აკლებს, მამამ ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ბავშვზე?!

სასამართლოში წარვადგინეთ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, იმისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მარტიდან საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს შვილის სასარგებლოდ გადახდილი. წელიწადზე მეტია საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის ცხოვრების ხარისხით ბატონი ნიკოლოზი," - ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის მიერ მიღებულ ქონებას, ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჩოგბურთელის მეუღლემ სოლიდური უძრავი ქონება მიიღო. მათ შორისაა საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე და კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე.

ამ საკითხზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატი განმარტავს:

"სინამდვილეს არ შეესაბამება (სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კომენტარები იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადეკვატურია.

ჯერ ერთი, ქონებრივი დავის დროს საქმეში არ ყოფილა აუდიტის დასკვნა და დაზუსტებით ცნობილი ვერ იქნება, რა ღირებულების ქონებაზე იყო დავა.

მეორე, ქონებრივ დავაში სადავო იყო 11 უძრავი ქონება და აქედან ნელი დოროყაშვილი დათანხმდა ერთ ბინას და ერთ კომერციულ ფართს. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა სამედიატორო შეთანხმებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ვალდებულების აღებამ,  რომ შვილს აჩუქებდა ერთ ბინას და მისი საჭიროებისათვის ყველა ხარჯს გაიღებდა სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. არც ერთი ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. ნელი დოროყაშვილი არც ელოდა, რომ ნიკოლოზი ამ მინიმალურ პირობებს არ შეასრულებდა. ფაქტობრივად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოტყუებული დატოვა თავისი შვილიც და ყოფილი მეუღლეც.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - დღეისათვის განსახილველ არცერთ დავაში ნელი დოროყაშვილი თავისთვის არაფერს ითხოვს.

ერთ საქმეში ბავშვის საკუთრებაში ბინის გადაცემაზეა დავა, მეორეში - ბავშვისთვის ალიმენტის გადახდაზე.

ნათელია ალბათ, რომ ამჟამად განსახილველ საქმეებში ნელი დოროყაშვილზე აქცენტის გაკეთება,  რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და მხარეთა შორის არსებული სიტუაციის მიმართ საზოგადოების სუბიექტურ განწყობას ემსახურება", - ამბობს ადვოკატი იამზე მარიამიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


მკითხველის კომენტარები / 33 /
ლამაზი მონსტრი
MARI XUANA
06 აპრილი 2021 14:26
1
სამარცხვინო ქალის სამარცხვინო ქცევა. ამის შემდეგ ამ ქალს ქუჩაში გასვლის ნეტავი არ რცხვენია? რას არ იკადრებს ადამიანი როცა უსიდისო და ფულის ღორი ხდება. უნახავმა რა ნახაო ამ დედაკაცზეა ნათქვამი.
ალმასხანი
06 აპრილი 2021 14:00
2
ცოლძმა და მეგობრები მყავს უცოლო. სულ რომ ვეჩხუბებოდი, ეხლა აქეთ მიტევენ - ბასილაშვილს ცოლისნაირი რომ შემხვდეს, მერე შენ ვერ გადამირჩებიო. აი ასე დამიყუპა უცოლო მეგობრები ამ ნეკამ...
alexandre
06 აპრილი 2021 13:01
1
წელიწადში 100 000 ლარი:D ანუ ბავშვის ხარჯი თვეში 8350 ლარამდე გამოდის. და ეგარის კიდევ მინიმალური მოთხოვნილებები რაც ბავშვს სჭირდება? ნუ შეაძულებთ თავს საბოლოოდ ხალხს. ადეკვატური მოთხოვნილებები უნდა გქონდეს ადამიანს და დაგიკმაყოფილდება. მარაზმია პირდაპირ.. გულისამრევი რას კადრულობს ხალხი ფულის გულისთვის.
Tamo
06 აპრილი 2021 12:37
1
თვალებზე ეტყობა რა გაუმაძხარია დროზე მიჩინეთ ანას თავის ადგიკი თორე არ მოშვება ეს უნამუსო გოგო გაუმაძხარი
ირწკლი
06 აპრილი 2021 12:35
1
... იქნებ ვინმემ იცოდეთ , ეს არსება ნიკას ცოლობამდე სად ცხოვრობდა, თბილისელია???!!! თუ არა რომელი სოფლიდანაა???!!!სად სწავლობდა, მშობლები ვინ არიან???!!! იმიტომ, რომ ამ არსების ისტორია იწყება გათხოვების შემდეგ!!! მანამდე???!!! მისგან განსხვავებით, ნიკას მშობლებსაც და ძმასაც ვიცნობთ, როგორც სიმპატიურ და წესიერ ადამიანებს!!!
დათო
06 აპრილი 2021 12:18
1
ძველების ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო! ჯობია მარტო იყო მთელი ცხოვრება ვიდრე ასეთი შეირთო ცოლად.
ლევანი
06 აპრილი 2021 10:45
1
მოსამართლეს ვინც ამ სარჩელს დააკმაყოფილებს ესეთი ეყოლოს სახლში,რძლადაც და შვილადაც!!!!
ჰაიაბუსა
06 აპრილი 2021 10:29
1
ეს იმისთანა ჩანს, იქეთ იძალადებს ვიზეც გინდა, აბა, ამისთანას ხმა გაეცი, გადაგყლაპავს.ამიტომ ,კაცებო, კარგად დაფიქრდით ვინ შეგყავთ სახლში!!!
მაკა
06 აპრილი 2021 10:04
2
Potozec etyoba ra sulis aris eg gogo, mxolod vigodaa mis sulshi
Zvio
06 აპრილი 2021 09:45
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული