ბასილაშვილმა 5 მატჩ-ბოლი გადაარჩინა და შეხვედრა მძიმე დაპირისპირებაში მოიგო

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ინგლისელ ლიამ ბროდს 6:4, 6:2 სძლია.

ბასილაშვილი 30 წლის გერმანელს აქამდე ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა.

ბასილაშვილისა და შტრუფის შეხვედრა 9 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ასეთი რთული მატჩები განუმტკიცებს ხასიათს და თავდაჯერებას, ყოჩაღ ბასილ.
Semi
08 აპრილი 2021 09:42
1
წარმატებები ნიკა!
დათო
08 აპრილი 2021 08:47
1
ყოჩაღ, ნიკა!
შენ საქართველოს სიამაყე ხარ! უამრავი წარმატებები!
გულშემატკივარი
08 აპრილი 2021 20:57
2
ყოჩაღ, ნიკა. წარმატებებს გისურვებ სპორტშიც და ცხოვრებაშიც.
შენ საქართველოს სიამაყე ხარ.ღმერთმა ბევრი შენნაირი შვილი მისცეს ჩვენ სამშობლოს.
გულშემატკივარი
08 აპრილი 2021 20:42
0
... ყოჩაღ ნიკას!!! მაგრად , ბოლომდე იბრძოლა!!! ძნელი შეხვედრა იყო, სლოვაკი ყველა გათააშებაში ბოლომდე იბრძოდა!!! ნიკამ ხუთი მატჩბოლი გადაარჩინა!!! შემდეგი შტრუფია!!! წარმატებები ნიკა!!!
დათო
08 აპრილი 2021 00:12
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული