![](https://sportall.ge/pictures/image5/0c5d7f0b290f51d91f1c5344a6020311.jpg)
ნიკოლოზ ბასილაშვილი (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა.
მეოთხედფინალში ბასილაშვილი ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) დაუპირისპირდება, რომელმაც მერვედფინალში ინგლისელ ლიამ ბროდს 6:4, 6:2 სძლია.
ბასილაშვილი 30 წლის გერმანელს აქამდე ხუთჯერ შეხვდა და ორჯერ დაამარცხა.
ბასილაშვილისა და შტრუფის შეხვედრა 9 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
შენ საქართველოს სიამაყე ხარ! უამრავი წარმატებები!
შენ საქართველოს სიამაყე ხარ.ღმერთმა ბევრი შენნაირი შვილი მისცეს ჩვენ სამშობლოს.