ბასილაშვილმა შტრუფი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (37) კალიარის 250-ქულიანი ტურნირის 1/4 ფინალში მეხუთე ნომრად განთესილ გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (41) 7:5, 4:6, 6:3 სძლია. მატჩი საათი და 34 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი და შტრუფი აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ქართველ ჩოგბურთელს ორი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ასე რომ, ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა.

ბასილაშვილი პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში სლოვაკი იოზეფ კოვალიკი (128) სამსაათიან მატჩში 4:6, 6:4, 7:5 დაამარცხა, 10 აპრილს ნახევარფინალში კი უნგრელ ლასლო ჯერეს (57) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში იტალიელ ლორენცო მუსეტის მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 23 /
იოლად მოუგო, მიუხედავად მატჩის ხანგრძლივობისა. როგორც წესი, საკუთარი შეცდომებით უფრო ახანგრძლივებს, ვიდრე მეტოქის წინააღმდეგობის გამო. ნახევარფინალშიც არ უნდა გაუჭირდეს და ფინალშიც დაუძლეველი არავინაა (თვითონ მეოთხე ნომრად იყო და განუთესავს ხვდება, მე-2 და მე-3 ნომრები ერთმანეთს ხვდებიან, პირველი კი უკვე გავარდა). ანუ პირველი თიხნარის ტიტულთან ვართ ძალიან ახლოს!!! მიდი ნიკა! ოღონდ საკუთარ თავთან არ დამარცხდე და შენი მძლეველი მანდ არავინაა!!!
მატადორ777
23:28 09-04-2021
2
ნიკა, შენი გამარჯვებით, ძალიან გახარებულები ვართ, ღმერთმა დაგლოცოს. კიდევ ველით წარმატებებს, მაგრამ დოროყა და ბაბუცა, ჩასაფრებულები, რომ არიან? რამდენი პროცენტი უწევთ?
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული