ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
თქვენმა მზემ, ნიკა იმისათვის არ თამაშობს, რომ თქვენ ნიკას ოფლით მოპოვებული თანხა ჩაიჯიბოთ. მათხოვრებო აუსვიიით.
ნუგო
13:42 15-04-2021
6
კიდევ კარგ დონეზეა, ამდენი დაშანტაჟების შემდეგ.ეს სვავები საერთოდ დაუკარგავენ თამაშის ხალისს.იმიტომაა ასეთი არასტაბილური. ჩოგბურთში ფსიქოლოგიური მდგომარეობა გადამწყვეტია. გასაკვირია ჩოგანს რომ იღებს საერთოდ ხელში.
კუჯი
18:20 15-04-2021
7

სიახლეები პოპულარული