ცნობილი გახდა იმ ქართველი ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის

AutoSharing Option
"კომერსანტი" იმ კიდევ ერთი ადამიანის შესახებ წერს, რომელიც ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის.
ამ წყაროს ცნობით, ეს პიროვნება ქართველი ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავაა.

ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ ირაკლი კაჭარავას ორმაგი, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იგი კომპანია "შპს ზენას" 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. კომპანია 2020 წლის 5 მარტს დარეგისტრირდა.

კაჭარავა უცხოეთში სხვადასხვა ბიზნესს ფლობს. როგორც მისი ადვოკატი მარიკა არევაძე "კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, მხარეებს შორის მოლაპარაკების კონფიდენციალურ დეტალებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია,
სადაც ეწერა, რომ უცნობმა ბიზნესმენმა ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერულ წინსვლაში ფული ჩადო, სანაცვლოდ კი არაფერი მიუღია.

კაჭარავა ამტკიცებს, რომ ბასილაშვილს მისთვის ფულადი პრიზებიდან რაღაც გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა, თუმცა კონტრაქტი დაარღვია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
აბა კიდევ ვინ დარჩა,ვის უნდა ხალიავა ფული??? რიგი დავიკავეთ,მალე მგონი ერთმანეთს დასცხებენ, სვავები,ფუ სირცხვილო!!!
დავიდუსი
16 აპრილი 2021 17:34
1
სამარცხვინოა ასეთი მასირებული შეტევა ჩოგბურთელზე,რომელიც საკმაოდ წარმატებულია.კაჭარავა დაცვას მიხედე,დაცვას,არ გრცხვენია,ახლა მაგის დროა,რა ფულის გადახდა აგიტყდა ?
ტოტო
16 აპრილი 2021 14:53
5
არ ვიცი შეიძლება ესეა ზოგადად? მაგრამ, ცოტა გამიკვირდა ანუ სპონსორები ფულის დაბრუნებას ითხოვენ ზოგადად? მაშინ სესხი გამოდის და არა სპონსორი.
ესეა?
16 აპრილი 2021 14:30
1
ME NIKAS MOGEBAZE DAVDE PULI DA NIKAM CAAGO MEC UNDA UCHIVLO GAMODIS ROM NIKAS BRALIA.. GAMOXTEBIAN EXLA EGETEBI AYOBIT BIZNESMEN ARA KVAXI NADZIRLEBI XART ARC TKVENI KVELMOKMEDEBA GAUGIA XALXS DA ARC TKVEN ASE ROM JOBIA ISEV CHUMAD TKVENTVIS IYOT
Dato
16 აპრილი 2021 13:41
1
აცადეთ ამ კაცს ჩოგბურთის თამაში ხო შეიძლება?
ენთაზი
16 აპრილი 2021 13:32
1
ისევ რუსეთი!!!
მოკლედ
16 აპრილი 2021 13:09
2
რავა ყველას ამისი ფული უნდა, ეტყობა მარტლა საცოდავია!
!!!!!!!!
16 აპრილი 2021 12:58
1
უფ, გამოლაგდნენ ლეიტენანტ შმიტის შვილები :(
მერაბი
16 აპრილი 2021 12:06
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული