იტალიელი ჩოგბურთელისთვის, ფაბიო ფონინისთვის, დისკვალიფიკაცია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნამდვილად არ ჰგავს, თუმცა, როგორც თვითონ ჩოგბურთელმა განაცხადა, მას ამჯერად დასჯადი არაფერი გაუკეთებია.
ბარსელონაში მიმდინარე 500-ქულიან ტურნირზე ფაბიო 147-ე ნომერ ზაპატა მირალეშს ეთამაშებოდა. ამ შეხვედრაში იტალიელი მეტოქეს 6:0 4:4 ანგარიშით ჩამორჩებოდა, რა დროსაც ის არასპორტული საუბრის გამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
"არაფერი მითქვამს. კი ვიცი, რომ ცუდ ბიჭად ვარ ცნობილი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფერი მითქვამს. ვცდილობდი თამაშში დაბრუნებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მომცეს" - განაცხადა ფაბიომ.
მომზადებულია marca-ს მიხედვით
16:45 22-04-2021
"ვიცი, რომ ცუდ ბიჭად ვარ ცნობილი, თუმცა..." - იტალიელი ვარსკვლავი დისკვალიფიკაციის გამო გაღიზიანებულია
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული