მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) საათსა და 18 წუთში 6:4, 6:2 დაამარცხა.
ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელ ტიაგო მონტერიოს (78) 6:2, 6:3 სძლია, 30 აპრილს კი, მეოთხედფინალში, სლოვაკ ნორბერტ გომბოსს (95) დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.
ბასილაშვილი გომბოსს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - 2020 წელს ორ სეტში დაამარცხა.