ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2 (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4, 6:2 დაამარცხა.
2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
დიდი მადლობა დიდი სიხარული რომ მოგვანიჭე.
მოუთმენლად ველოდებით ფინალს.