დარია თუ ავდარია, ნიკა მაგარია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2  (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა  პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4,
6:2 დაამარცხა.

2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია,  გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნიკას წარმატებები და სათაურის შტერ მომგონს - გონების განათება
gt
02 მაისი 2021 12:46
1
აღდგომის მადლი შეგეწიოს ნიკოლოზ,წინსვლას და გაძლიერებას გისურვებ..
ვიღაც
02 მაისი 2021 08:45
0
ოჯახური სიტუაცია რომ არ აღელდა უფრო მეტს მიაღწევდა.წარმატებები ნიკას.
ისიდორე
02 მაისი 2021 05:30
0
ბასილაშვილი რომ მეგრელი ყოფილიყო აქ ამბავი იქნებოდა,ისევე როგორც კვარაცხელიას ყველა სტატიაზე
მახო
02 მაისი 2021 03:44
0
არ დაიჯეროთ სანამ არ მოიგებს. და ბიზნესმენებს ნუ აბლატავებთ საქართველოში ქურდებს ან ზონდერებს დაუძახეთ
Jiji.
02 მაისი 2021 03:30
1
ბაია პატარაიებო გასკდით ბოღმით.
გიორგი
02 მაისი 2021 01:23
0
მიდი ბასილ,დადე როლან გაროსი,შენ ეს შეგიძლია.
დავითი
01 მაისი 2021 23:52
0
ეს შტრუფი უხერხული მეტოქეა ძალიან, მაგრამ ნიკას გერმანიაში ტიტულების მოგების და დაცვის კარგი გამოცდილება აქვს ამიტომ, ბოლოს და ბოლოს ზვერევი ყავს გაგდებული ჰამბურგში და მერე რუბლევი მიაყოლა ზედ და შტრუფი არამგონია ის მეტოქე იყოს ვისაც ვერ მოუგებს. მიდი ნიკოლოზ მოუგებ უეჭველი.
Nikoloz
01 მაისი 2021 23:47
0
მაგ BMW-თი უნდა ვნახო ნიკოლოზა თბილისის ქუჩებში
თამო
01 მაისი 2021 23:04
0
სვლა მორიგი ტიტულისათვის! წარმატებები ნიკოლოზს.
ვახო...
01 მაისი 2021 21:58
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული