"ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია" - ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს საჯაროდ უპირისპირდება

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის შვილი ლუკასი დღეს 6 წლის გახდა.

ჩოგბურთელმა თავის ვაჟს დაბადების დღე სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა და დაწერა:

"ჩემი ბიჭი 6 წლის გახდა. მამიკო, გილოცავ" - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე" და შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა. 

ამ ფაქტს ნელი დოროყაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც ბასილაშვილს ასე უპასუხა:

"კაცი, რომელიც შვილის არც ერთ დაბადების დღეს არ დასწრებია, არასოდეს მისთვის საჩუქარი არ გაუკეთებია, რომელმაც წაართვა ბინა და არ იხდის ალიმენტს, საჯაროდ პიარისთვის სჭირდება, რომ შვილს დაბადების დღე მიულოცოს - ისიც სასამართლო
პროცესების წინ. ერთადერთი, რაც ლუკასს შენთან აქვს საერთო, მხოლოდ გვარია.“ - წერს ფოტოს კომენტარად ნეკა დოროყაშვილი.

alt"მამიკო, გილოცავ" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 46 /
კარგი ხარ ნელიკო!!! რაც მართალია მართალია
Maximus
10:00 13-05-2021
1
მართალი ხარ ნელიკო
სიმართლე
17:44 05-05-2021
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული