10 მაისს რომის 1000-იანი მასტერსი დაიწყო. ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირში დღეს, 11 მაისს ჩაებმება და მისი პირველი მეტოქე ახლახან დასრულებული მადრიდის ტურნირის ფინალში დამარცხებული, კვალიფიკაციაში კი - მე-9, მასპინძელი მატეო ბერეტინი იქნება.
თუკი ნიკოლოზი ამ ბარიერის დაძლევას მოახერხებს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე გაცილებით სუსტი იქნება - ავსტრალიელი მილმენის ან სერბი ლაიოვიჩის სახით. ბასილაშვილი ბერეტინის სულ ოთხჯერ დაუპირისპირდა და ანგარიში 2:2-ია. ნიკოლოზმა
რომის მასტერსზე მონაწილეობას რეიტინგის ლიდერები, ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალიც იღებენ, რაც ტურნირს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ნიკოლოზ ბასილაშვილსა და "გრუნტის მეფე" ნადალს საერთო წვრთნაც ჰქონდათ.
ქართულ-იტალიური დაპირისპირება 11 მაისს, თბილისის დროით 13:30 საათზეა ჩანიშნული.