"მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავს, ყურადღება ბევრად მნიშვნელოვანია" - ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად აფრიკაში მოგზაურობს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკასთან ერთად აფრიკაში მოგზაურობს. ფოტოები და ვიდეოები მოდელმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე"გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს.

Sportall.Ge

მოდელი შვილის, ლუკას ბასილაშვილის ვიდეოებსაც აქვეყნებს, სადაც ის საპნის ბუშტების ფონზე ცეკვავს და ერთობა. ლუკასს 4 მაისს დაბადების დღე აქვს და, როგორც ჩანს, ეს მოგზაურობა ნეკამ სწორედ შვილს მოუწყო:

"ძალიან მაგარი საჩუქარი გაგიკეთა დედიკომ", "როგორი ტკბილი საჩუქარია დაბადების დღისთვის"- წერენ გამომწერები.

Sportall.Ge

სააღდგომო უქმეების დროს ნეკა დოროყაშვილი ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებსა და მოხუცებს შეხვდა და,
როგორც თავად წერს, მათთან დღე ძალიან ბედნიერად გაატარა, ბავშვებთან და ლუკასთან ერთად კი არაერთ გასართობ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.

"ლუკასიც ძალიან ბედნიერია ამ ბავშვებთან ერთად ყოფნითა და თამაშით"- ამბობს მოდელი.

Sportall.Ge

"ხშირად მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავს. ყურადღება და დროის მათთან ერთად გატარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, აქვთ ბედნიერების, სამედიცინო დახმარების მიღების, ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება. ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უკეთესი მომავლისთვის"- წერს ნეკა "ინსტარგამსთორიში".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი რამე ვერ გავიგე ქალთა უფლებები და საერთოდ ადამიანის უფლებები რით განსხვავდება,თუ ეს ქალები თავს ადამიანებად არ თვლიან. რა სულელურად ყოფენ ყველაფერს და რაც შეეხება ამ საქმეს არ არის ეგ ჩვენი გასარჩევი,მაგრამ ჩემი აზრით ეგ რო მართალი იყოს ჯერ სასამართლოს დაელოდებოდა და მერე გამოიტანდა პრესაში ყველაფერს მაგრამ აშკარაა რო პრესით მიდის ზეწოლა ნიკაზე და ეგეც ძალადობაა ჩემი აზრით. და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები ფულს აკეთებენ, რამდენჯერ გინახავთ ვინმე გაჭირვებული,ან არა ცნობად სახეზე ასეთი ამბავი აეტეხოთ
0
სპეციალურად დავინტერესდი, ნიკამ ბოლო ტურნირი მოიგო, არც სპორტალ.გეს, არც ტვ პირველის, მთავარის, და ფორმულას ტრიოს არ მიულოცნია ეს დიდი წარმატება... ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!!
სპორტის ქომაგი
09:23 21-05-2021
0

სიახლეები პოპულარული