"მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავს, ყურადღება ბევრად მნიშვნელოვანია" - ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად აფრიკაში მოგზაურობს

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შვილთან, ლუკასთან ერთად აფრიკაში მოგზაურობს. ფოტოები და ვიდეოები მოდელმა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე"გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, დედა-შვილი დროს სასიამოვნოდ და მხიარულად ატარებს.

Sportall.Ge

მოდელი შვილის, ლუკას ბასილაშვილის ვიდეოებსაც აქვეყნებს, სადაც ის საპნის ბუშტების ფონზე ცეკვავს და ერთობა. ლუკასს 4 მაისს დაბადების დღე აქვს და, როგორც ჩანს, ეს მოგზაურობა ნეკამ სწორედ შვილს მოუწყო:

"ძალიან მაგარი საჩუქარი გაგიკეთა დედიკომ", "როგორი ტკბილი საჩუქარია დაბადების დღისთვის"- წერენ გამომწერები.

Sportall.Ge

სააღდგომო უქმეების დროს ნეკა დოროყაშვილი ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებსა და მოხუცებს შეხვდა და,
როგორც თავად წერს, მათთან დღე ძალიან ბედნიერად გაატარა, ბავშვებთან და ლუკასთან ერთად კი არაერთ გასართობ აქტივობაში მიიღო მონაწილეობა.

"ლუკასიც ძალიან ბედნიერია ამ ბავშვებთან ერთად ყოფნითა და თამაშით"- ამბობს მოდელი.

Sportall.Ge

"ხშირად მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავს. ყურადღება და დროის მათთან ერთად გატარება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ, აქვთ ბედნიერების, სამედიცინო დახმარების მიღების, ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების უფლება. ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უკეთესი მომავლისთვის"- წერს ნეკა "ინსტარგამსთორიში".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ერთი რამე ვერ გავიგე ქალთა უფლებები და საერთოდ ადამიანის უფლებები რით განსხვავდება,თუ ეს ქალები თავს ადამიანებად არ თვლიან. რა სულელურად ყოფენ ყველაფერს და რაც შეეხება ამ საქმეს არ არის ეგ ჩვენი გასარჩევი,მაგრამ ჩემი აზრით ეგ რო მართალი იყოს ჯერ სასამართლოს დაელოდებოდა და მერე გამოიტანდა პრესაში ყველაფერს მაგრამ აშკარაა რო პრესით მიდის ზეწოლა ნიკაზე და ეგეც ძალადობაა ჩემი აზრით. და ეს ვითომ ადამიანის უფლებების დამცველები ფულს აკეთებენ, რამდენჯერ გინახავთ ვინმე გაჭირვებული,ან არა ცნობად სახეზე ასეთი ამბავი აეტეხოთ
D13
01 ივნისი 2021 14:27
0
სპეციალურად დავინტერესდი, ნიკამ ბოლო ტურნირი მოიგო, არც სპორტალ.გეს, არც ტვ პირველის, მთავარის, და ფორმულას ტრიოს არ მიულოცნია ეს დიდი წარმატება... ეს უბრალოდ სამარცხვინოა!!!
სპორტის ქომაგი
21 მაისი 2021 09:23
0
აფრიკაში ვის სანახავად ჩავიდა?
!!!
21 მაისი 2021 08:18
2
... მომავალი ქმრის ოჯახის , მამამთილის , დედამთილის, ტომის ბელადი ბაბუის და 15 დედმამიშვილის გასაცნობად!!! ,, სმატრინები'' აქვს!!!
დათო
21 მაისი 2021 16:32
2
ნიკა სადმე ტურნირზე ხომ არ თამაშობს? ამ დროს იცის "ნელიკომ გამოჩენა".
ნინი
20 მაისი 2021 22:06
1
თუ შენთვის, არაფერს ნიშნავს მატერიალური დახმარება, მაშინ რითი გულაობ აფრიკაში? კაია არა ნიკას ჰონორარებით ბაირამობა?!!!
nugo
20 მაისი 2021 21:33
2
კითხვა არ იცით თუ აზრი ვერ გამოგაქვთ, მატერიალური დახმარება მოხუცებზე და ბავშვებზე თქვა არ ჭირდებათ და ყურადღებაა მათთვის მნიშვნელოვანიო თორემ მას ნიკოლოზის ფულებზე გულაობა უნდა რათქმაუნდა
Irakli
20 მაისი 2021 15:58
2
ამ გოგოს რო ტვინს ურევენ სხვები ცხადია- "ფაქიზო მოსაწველიაო", მაგრამ თავის დროზე რა მოხდა ცოლ-ქმარს შორის რა ვიცით ან რა ჩვენი გასარჩევია.ასე რომ თვითონაც არ სჭირდება ასე ყველაფრის გამომზეურება,ხალხის სიყვარულს ასეთი ზახოდებით მაინც ვერ მოიპოვებს
Levani
20 მაისი 2021 14:27
1
უკაპიკოდ დამტოვაო და აფრიკაში წავიდა სამოგზაუროდ.გულს გადავაყოლებო.თან გულზე ვსკდები,თან მეცოდება,მაგრამ,ახია ნიკაზე.გრძელ ფეხებზე ქორწინდებიან ეს ბიჭები და არა ადამიანზე.
სოსო
20 მაისი 2021 14:08
2
თურმე ასე ფიქრობს რო მატერიალური დახმარება არაფერს ნიშნავსო - მასე არ ფიქრობდე მეტი შენი ........
sormona
20 მაისი 2021 13:13
2
ჩვეულებრივი კეკელკა, ქმრის ფულებით გულაობს, და ვამეეე თურმე მატერიალური დახმარება არაფერია.
kekelka
20 მაისი 2021 12:30
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული