ბასილაშვილი შეცვლილი მეტოქით და მოკლე გზა ჩოგბურთის ლეგენდამდე

AutoSharing Option
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დიდი სლემის ტურნირის, "როლან გაროსის" დაწყებამდე, ნიკოლოზ ბასილაშვილი 26 მაისს ბელგრადის 250-იან ღია გათამაშებაში ჩაებმება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 31 წლის სლოვაკი ანდრეა მარტინი იქნება, რომელიც  რეიტინგში 119-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზს საკმაოდ ძლიერი სავარაუდო მოწინააღმდეგე ელოდა, მაგრამ მასპინძელი ლასლო ჯერე ბელგრადის ტურნირს ტრავმის გამო ტოვებს. 

ბასილაშვილმა პირველი ბარიერი იოლად უნდა დაძლიოს. ის მომავალ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაამარცხა (2015 წელს, შევენინგის ჩელენჯერზე). ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი.

ბელგრადის ტურნირის სათავეში ნოვაკ ჯოკოვიჩია და ნახევარფინალში ნიკოლოზის ჩოგბურთის ლეგენდასთან დაპირისპირებაცაა შესაძლებელი.

ბასილაშვილისა და მარტინის შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 13 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ფრანგ
შარდისა და  სერბ ლაიოვიჩს შორის საუკეთესოს შეხვდება.


altერთობლივი წვრთნა ნადალთან, საუკეთესო 30-ში და შეხვედრა ათეულის წევრთან - ნიკოლოზ ბასილაშვილი რომში იწყებს!

altბასილაშვილი მადრიდის ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 3 /
ნიკას ტურნირი დაიწყო? აბა გამოჩნდება დოროყაანთ ქალი, და ეგ არის რა?
nugo
16:39 24-05-2021
3
... ჯერეს გარდა, კრაინოვიჩმა და ანდუხარმაც უარი განაცხადა მონაწილეობაზე!!! როლან გაროსისთვს წინ კარგი მოსამზადებელი შეხვედრები ექნება ნიკას!!! წარმატებები ნიკოლოზს!!!
დათო
14:18 24-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული