ნიკოლოზს საკმაოდ ძლიერი სავარაუდო მოწინააღმდეგე ელოდა, მაგრამ მასპინძელი ლასლო ჯერე ბელგრადის ტურნირს ტრავმის გამო ტოვებს.
ბასილაშვილმა პირველი ბარიერი იოლად უნდა დაძლიოს. ის მომავალ მეტოქეს მხოლოდ ერთხელ შეხვდა და დაამარცხა (2015 წელს, შევენინგის ჩელენჯერზე). ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მესამე ნომრადაა განთესილი.
ბელგრადის ტურნირის სათავეში ნოვაკ ჯოკოვიჩია და ნახევარფინალში ნიკოლოზის ჩოგბურთის ლეგენდასთან დაპირისპირებაცაა შესაძლებელი.
ბასილაშვილისა და მარტინის შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 13 საათზე გაიმართება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში ფრანგ