ორიდან ერთი გამარჯვება და ესპანური ბარიერი ფინალურ ეტაპამდე

AutoSharing Option
24 მაისს, "როლან გაროსის" საკვალიფიკაციო ეტაპზე, 23 წლის მარიამ ბოლქვაძემ უკრაინელ კატერინა ბონდარენკოს საკმაოდ იოლად სძლია (6:4 6:3).

26 მაისს, საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, მარიამი რეიტინგში 96-ე ადგილზე მყოფ რუს ვეტერანს, 36 წლის ვერა ზვონარევას დაუპირისპირდა და გამოცდილ მეტოქესთან დამარცხდა (3:6 1:6).

მეორე გამარჯვება იზეიმა და ძირითად ბადემდე ერთი გამარჯვება აშორებს 29 წლის ეკატერინე გორგაძეს. მან 28-ე ნომრად განთესილს, 23 წლის მექსიკელ რენატა ზარაზუას დაძაბულ ბრძოლაში სძლია (6:2 4:6 6:4).

26 მაისს გორგოძის მოწინააღმდეგე 31 წლის ბულგარელი ელიცა კოსტოვა (კლასიფიკაციაში 231-ე) იყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა (7:6 6:3) და "როლან ვარჯიშამდე" მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს - 28 მაისს ესპანელ ნურია პარიცას დიასს დაუპირისპირდება. 29 წლის მოწინააღმდეგე კლასიფიკაციაში 165-ეა. 














altმარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 46 საფეხურით დაწინაურდა


altეკატერინე გორგოძემ დუბაიში 100 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო

altერთბაშად 15 პოზიციით წინ - ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა





მკითხველის კომენტარები / 2 /
... სამწუხაროდ მარიამმა წააგო ორ სეტში!!! ეკამ ორ სეტში მოიგო და გაგვახარა!!!
დათო
15:59 26-05-2021
0
... ყოჩაღ მარიამ!!! ზვანარიოვა ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია!!! არ ეცადო მალე გათამაშების დამთავრებას, ხანგრძლივი გათამაშაებებში შეიყვანე მეტოქე!!! წარმატებები!!!
დათო
16:34 24-05-2021
0

სიახლეები პოპულარული