"შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო..." - ნეკა დოროყაშვილი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგის, მარინა მათიაშვილის განცხადებით, ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევისას მისი მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტანჯვად შეფასდა. აღნიშნულის შესახებ მათიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით ჩვენებას აძლევს.

ფსიქოლოგმა სასამართლოში ნელი დოროყაშვილის მიერ გაცხადებული ინფორმაცია გააჟღერა, რომელიც დაზარალებულმა მას ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის დროს მიაწოდა. აღნიშნულის მიხედვით, ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგს უყვება, რომ მისი და ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში დედამთილი აქტუალური იყო.

"პირველივე თვეებიდან მივხვდი, რომ რაღაც გაუგებრობაში ვიყავი. დედამთილთან თავიდან კარგი ურთიერთობა მქონდა, თითქმის
მეგობრული... მივხვდი, რომ ჩემი პიროვნული მიუღებლობა ჰქონდა, ჩემი ყველაფრისგან განრიდება ხდებოდა და ნიკას განრიდება ჩემგან. ფეხმძიმობის პერიოდში ხშირი იყო მეგობრული შეგონებები - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და ხშირად გიჟდებიანო. ეს გამონათქვამები კონკრეტულად მე მეხებოდა - მშობიარობის შემდეგ ქალის ფსიქიკა ლაბირულია და დიდი ალბათობაა გაგიჟდე. ბოლოს, სრულიად კატეგორიული ფორმა მიიღო - გიჟი ხარ. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ დედამთილის მეშინოდა, მაგრამ თავაზიანად ვიქცეოდი. ბავშვი მცირეწონიანი დაიბადა, მაგრამ ჯანმრთელი. ამაზე მსაყვედურობდა - შენ ისიც გეყოფა, უდღეური ბავშვი რომ გააჩინე, ვერსად ვერ ვამბობ ამასო. რომ შევეპასუხე, უზრდელი ხარო. ეს ყველაფერი ჩემი და ნიკას ურთიერთობაზე აისახა. 2016 წლიდან ძალადობის ფორმები დამძიმდა, 2017 წლიდან ძალიან აგრესიული სახე მიიღო", - აცხადებს ნელი დოროყაშვილი ფსიქოლოგთან.

ambebi
მკითხველის კომენტარები / 12 /
როლან გაროსი მოახლოვდა და გააქტიურდა ნეკა :) ბაია პატარაიას პოსტებსაც ველი :)
იური
27 მაისი 2021 23:33
3
მიყრუებულ სოფლებში რომ იყო რძალ-დედამთილის ურთიერთობა ზუსტად ეგ არის. კიდევ ერთი დასტური იმისა რომ თბილისში ცხოვრება და ბევრი ფული გაუნათლებლობას არ შველის. არა და რეგიონებს დასცინიან ეგეთები... ვაიიიიი
Natashka
28 მაისი 2021 14:42
5
რა გაგვიხურა ამ გოგომ ბოლო ბოლო წადი სამსახური იშოვე და არჩინე შენი თავი დარწმუნებული ვარ ბავშვ არ მიაკლებს მამა არაფერს
ucxo
28 მაისი 2021 10:35
1
შორს წასვლა არ არის აუცილებელი გადაამოწმო ფსიქოლოგის ფორმულირება; ქვევით ჩაყევით ამ სტატიას და ნახეთ უფრო ადრე გამოქვეყვებული სტატიების ფოტოები სადაც ეს ქალი 'მარიაჟობს' თავისი კარგი ცხოვრების აფიშირებით. თუ მარიაჟი 'ფსიქოლოგიური ტრამვის' მდგომარეობაა მაშინ ვერაფერს იტყვი, სწორი ყოფილა ეს 'ფსიქოლოგი. პირადად ჩემთვის ამ ქალის ჰაბიტუსი იმას ამბობს რომ შურისძიებისთვის და ზოგადად მერკანტილური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ცხადია შეიძლება ვცდებოდე კიდეც მაგრამ ეს ჩემი აზრია.
ზოგადად ვამბობ რაც მრავალი შემთვევითაა დამოწმებული რომ ახალგაზრდები გამოუცდელობით ხშირად თავისთვის საბედისწერო არჩევანს აკეთებენ და მერე გვიანია თითზე კბენანი.
გიორგი
28 მაისი 2021 15:30
6
დედამთილსაც გადასწვდა!!!! აბა ბაია თქვენ რას გვეტყვით, დედამთილი მაინც ქალია და თქვენ ალბათ მამამთილზე გვეტყვით რამეს?! ისე ყოჩაღ რა ნიკა, ეს რამ მოგაყვანინა ცოლად?!
დორო
28 მაისი 2021 09:26
5
რადგან ფული აქვს და ცნობილია, ამიტომ ცამდე მართალია?, ასეთ შემთხვევაში ორივე მხარეა დამნაშავე და მარტო ნეკას რატომ განიკითხავთ „ბრძენნო“ და „სამართლიანნო“ ადამიანებო, თქვენ ყველა ანგელოზები ხართ ნიკასავით? ყვლამ თავის ოჯახს და ცოდვებს მიხედოს, თავის ურთიერთობებს მეორე ნახევრებთან და ოჯახის წევრებთან, ასე ჯობია!!!!!!
*
28 მაისი 2021 10:36
21
კაცი ძლივს გაეყარა)))))) ერთი წელი სასამართლო მიდიოდა ეს კი არ ეშვებოდა
შაკო
28 მაისი 2021 11:36
1
ნეტა ამდენი ჩრუტუნით თუ აღარ დაიღალა ეს ქალი
ლიკა
28 მაისი 2021 10:55
1
ხელებს რა საინტერესოდ იყენებს ეს მოწმეა თუ რაღაც
123
28 მაისი 2021 11:08
1
გასაგებია, რომ ნეკას ფული ბოლო ადგილზე არ აქვს დაყენებული და მაქსიმალურად ამოღებას ცდილობს, მაგრამ ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი რომ დედამთილიც და ოჯახიც მთლიანად ნეკას აღიქვამდნენ საშიშროებად თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.მთელი ოჯახი ხომ მიბმული იყო ამ ბიჭზე და მათთვის კატასტროფად აღიქმებიოდა ნეკას ოდნავ მაინც გავლენა რომ მოეხდინა ნიკაზე! მშობლებმა ცხადია ყველაფერი ჩადეს ნიკას მომავალში მაგრამ ერთი ოქროს წესი უარყვეს რომ როდესაც შვილი ცოლს ის რთავს ის დედას აღარ ეკუთვნის მხოლოდ მას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება უკვე ახალი ოჯახის მიმართ და მითუმეტეს შვილის მიმართ.
ნიკას მშობლები ისევ ნიკას სახელით სპეკულირებენ მაგაში ეჭვი არ მეპარება. კავკასიური ცარცის წრე მახსენდება ...
ხათუნა
28 მაისი 2021 11:38
25
ინგლისის დედოფალი ვარ
docki13
28 მაისი 2021 05:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული