ნიკოლოზის პირველი მეტოქე. სერბი დუსან ლაიოვიჩი კლასიფიკაციაში ქართველზე უკან, 39-ე პოზიციაზეა. 30 წლის ჩოგბურთელმა ბელგრადის ATP-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში სლოვაკ მარინთან დამარცხდა.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ქართველმა 4 შეხვედრა მოიგო, ის ერთადერთი კი 2018 წელს ხორვატიაში დათმო.
წყვილში გამარჯვებულის მომავალი მეტოქე ესპანულ წყვილში გამარჯვებული იქნება - ცარლოს ალკარასი(კლასიფიკაციაში 94-ე) ან ბერნარდ საპატა მირალესი(128-ე).
ბასილაშვილისა და ლაიოვიჩის დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით
ეკატერინე გორგოძის(222) მეტოქე 18 წლის დანიელი კლარა ტაუსონი იქნება, რომელსაც ამ ასაკში ერთი ტიტული აქვს. ის ცოტა ხნის წინ WTA 250 - იანი ლიონის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართველს სერიოზული გამომცდელი ეყოლება - ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და
რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გორგოძისა და ტაუსონის მატჩი 30 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა! წინ "როლან გაროსისთვის"!
არის! გორგოძემ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გავიდა