ევროპის ღია პირველობის ოფიციალურმა გვერდმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან კომენტარი ჩაწერა. "მას ტიტულის მოგება მესამედ სურს" - წერენ ისინი.
ქართველი ჩოგბურთელი ამბობს:
"აქაურობასთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს - 2018 წელს ATP-ის პირველი ტიტული მოვიგე, მოგვიანებით კი მისი დაცვა შევძელი. მოუთმენლად ველოდები ჰამბურგში გასამართი ტურნირის დაწყებას. თანაც, მას წელს ევროპის ღია პირველობის სტატუსი აქვს.
გერმანია ჩემი მეორე სახლია - ჰალესა და
აქვე მოცემულია ჰამბურგის ტურნირის დირექტორ სანდრა რაიხელის სიტყვები:
"აქ ყველა კარგად ვიცნობთ ბასილაშვილის შესაძლებლობებს. ჰამბურგელმა ფანებმა უკვე დიდი ხანია, რაც ნიკოლოზი შეიყვარეს."
შეგახსენებთ, ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა, ჰამბურგამდე კი ჰალეში უნდა იასპარეზოს, რომელიც 14-20 ივნისს გაიმართება.
ბასილაშვილი ჩილიჩთან უშანსოდ დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა
ასე შევალთ ნატოში??