ნიკოლოზ ბასილაშვილი 1/2-ფინალშია!!!

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის 1/4-ფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი (51) 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6.

ძლიერი მოწოდების მქონე 24 წლის მოწინააღმდეგესთან შედარებით ნიკოლოზი გათამაშებაში გაცილებით კარგი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებაზე არ ცდებოდნენ. პირველი ბრეიკ-პოინტი ნიკოლოზმა მე-10 გეიმში მიიღო. მართალია, პირველი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე კი შეირგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

მეორე სეტის მე-2 გეიმში ბასილაშვილს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა სამხრეთაფრიკელმა გეიმი არ დათმო. მე-9 გეიმში ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება წააგო, ჰარისი
კი მე-10-ში სეტზე აწვდიდა, თუმცა "ბასილამ" უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა... ტაი-ბრეიკზე გასამარჯვებლად კი ნიკოლოზს მეტოქის მოწოდებაზე მოგებული 1 ბურთი ეყო - 7:6.

ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა მიიღო და და 59,860 ევროც გამოიმუშავა. ნიკას მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რუბლი უნდა დავშალოთ კაპიკებად; მიდი ნიკა მთელი ძალით!
ნოე
19 ივნისი 2021 13:08
0
უკვე კარგი შედეგია, მაგრამ იმედია მოიგებს ტურნირს. წარმატებები ნიკოლოზ
გოგა
18 ივნისი 2021 18:59
2
ყოჩაღ ნიკა!ტემპი არ დააგდო!შეგიძლია,რუბლიოვის დამარცხება.
სოსო
18 ივნისი 2021 18:09
0
წინ ფინალისკენ!!!
Irakli
18 ივნისი 2021 17:49
0
"და 59,860 ევროც გამოიმუშავა" ეს ის მომენტია ნეკასაც რომ გაუხარდა ნიკოლოზის მოგება :D :D :D
nika-7
18 ივნისი 2021 17:03
2
ჰო, ის დედაკაცი კალკულატორით ზის ტელევიზორთან...
გენა
18 ივნისი 2021 18:27
3
)))))) კარგი ყო, ჩაგეთვალა! ) პირველი მეც ცოლზე ვიფიქრე, მაგრად მოიფშვნიტავდა ხელებს)))
დათო
18 ივნისი 2021 17:51
1
...შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! როგირც ჩვენ გაგვახარე, ისე გაიხარე მთელი შენი ცხოვრების გსნმავლობაში!!! რუბლიოვის გავლა თავისუფლად შეგიძლია!!! სამი-ოთხი თცის წინ დაფრინავდა, ახლა აღარ არის ისეთ ფორმაში, თანაც ბალხი არ არის მიი საუკეთესო საფარი!!! აბა შენ იცი, გაგვახარე შენი გულშემატკივრების დიდი არმია!!!
პ.ს. აი ვისაც არ გაგიხარდთ, თქვენი .... .......!!!!! ხომ კარგად გაიგეთ???!!!
არ მინდა ამ ტიპის განხდებების წერა, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებთ , ნიკას ნამდვილ გულშემატკივრებს!!! მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურბს ნიკა!!! წარმატება შენ , ნიკოლოზ!!!
დათო
18 ივნისი 2021 17:01
1
ყოჩაღ ნიკა! მართლაც ძალიან გვახარებს, შენი ყოველი წარმატება! ეხლა დათო, ვეხმიანები შენს ნათქვამს: ვისაც გელზე გეტაკათ და გეტაკებათ, ნიკას გამარჯვებები, "ცივი წყალიც მიაყოლეთ".
ნიკას, ნამდვილი გულშემატკოვარი, ნინი.
18 ივნისი 2021 17:53
1
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
დათო
18 ივნისი 2021 17:00
0
კაია! ადრენალინის გამომუშავება კაცს რო ამდიდრებდეს, შენი წყალობით მილიონერი ვიქნებოდი, ნიკა! ხვალ რუბლიოვიც ზედ მივაყოლოთ და ზეგ ჩემპიონობას წინ არაფერი დაუდგება!!!
ბარაქალა შენს მარჯვენას!
18 ივნისი 2021 16:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული