4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ

AutoSharing Option
28 ივნისს ლონდონში წლის მესამე დიდი სლემი, უიმბლდონი აიღებს სტარტს. უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც განთესილთა შორის მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ქართველის მეტოქე, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ის განთესილი იქნება, წესით, საწყის მატჩებში რთული დაპირისპირება არ უნდა მოუწიოს.

ნიკამ უარი თქვა ისტბურნის ტურნირში მონაწილეობაზე, რადგან ჰალეში რუბლიოვთან შეხვედრაში მცირე ტრავმა მიიღო და მისი გამიზეზება არ უნდოდა.

კიდევ ერთი ჩვენებური, რომელიც უეჭველად ტურნირის ძირითად ბადეში იქნება, ოქსანა კალაშნიკოვაა. მოგეხსენებათ, ის წყვილებში ასპარეზობს და ვისთან ერთად
იქნება ის შეამხანაგებული ამ სლემზე, ჯერჯერობით უცნობია.

ძირითად ბადეში მოხვედრას ეცდებიან მარიამ ბოლქვაძე და ეკატერინე გორგოძეც.

პირველი მათგანის მეტოქე 24 წლის რუსი ვარვარა ფლინკი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 197-ე პოზიციას იკავებს. დაპირისპირება ხვალისთვისაა ჩანიშნული და გამარჯვების შემთხვევაში საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევაფინალში ბოლქვაძე მატილდა მუტავძიჩისა და ანა კონიუხს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ეკო გორგოძეს, მისი შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული, მისი მეტოქე კი 16 წლის ბრიტანელი ევა შოუ იქნება, რომელიც პროფესიონალურ ტურში არც კი იძებნება და არანაირი პოზიცია არ უკავია.

წარმატების შემთხვევაში ჩვენებური 1/2-ფინალში კრისტი ანსა და კაროლინ დოლეჰაიდს შორის უკეთესს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველას წარმატებები, განსაკუთრებით ულამაზეს მარიამს :)
0
... ეკამ პირველი შეხვრდრა მოიგო!!! ყოჩაღ!!! 23-ში ორივეს აქვს შეხვედრა!!! წარმატებები!!!
დათო
04:10 23-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული