ბასილაშვილმა მარის სეტი 0:5-დან მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილი (28) უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში, ცენტრალურ კორტზე, გრანდ სლემის სამგზის გამარჯვებულთან, 34 წლის შოტლანდიელ ენდი მარეისთან (118) 4:6, 3:6, 7:5, 3:6 დამარცხდა - მატჩი 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

პირველი ორი სეტი მარეიმ მოიგო, მესამეში 5:0 დაწინაურდა, მაგრამ ბასილაშვილმა სეტი გადაარჩინა და 7:5 იმარჯვა. შემდეგ წვიმა წამოვიდა, კორტის გადახურვას გარკვეული დრო დასჭირდა და პაუზამ მარეის სულზე მიუსწრო, მეოთხე სეტი 6:3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მარეი მეორე წრეში ფრანგ ოსკარე ოტეს და გერმანელ არტურ რინდერკნეხს შორის გამარჯვებულს
შეხვდება.

altენდი მარი: ბასილაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ტურნირებზე არ უნდა თამაშობდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
უკაცრავად ბატონო "ზეგენიოსო",თამაშები არ ეწყობა?.ნეტარ არიან მორწმუნენი
გრიგოლი1408
14:52 29-06-2021
6
იცით როგორი მოთამაშეა ბასილაშვილი, თუ დაუკვირდით დიდ ფორას აძლევს თამაშის დასაწყიში მოწინააღმდეგეს, მერე კი დიდი ძალიასხმევას იჩენს თამაში რომ დაბრუნდეს და ამოქაჩოს, ანუ ორმაგად იხარჯება, ზოგჯერ უმართლებს და ზოგჯერ არა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული