დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ "ტვიტერის" საშუალებით გაავრცელა განცხადება, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოპოვებული აქვს, მაგრამ ტოკიოში ვერ მიდის, რადგან ქართულ მხარეს ოფიციალური განაცხადი არ გაუგზავნია.

"ძალიან სევდიანი ამბავია იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვდი, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება ჩემი ოცნება იყო. ახლა კი მხოლოდ ტირილი მინდა.

ოლიმპიური თამაშები გამორჩეული მოვლენაა, წყვილთა თანრიგი კი სხვა სახეობების მსგავსად, ჩოგბურთშიც მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანა ამაყობს, როდესაც რაც შეიძლება მეტი სპორტსმენი ჰყავს ოლიმპიადაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ქვეყანა
არა.

არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ბრალია. ოფიციალურ პასუხსაც ვერავისგან ვიღებ. უბრალოდ, განაცხადი არ გააგზავნეს,"- დაწერა კალაშნიკოვამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უიმბლდონზე წყვილთა თანრიგის 1/8-ფინალი ითამაშა.

ცოტა ხნის წინ კი ოფიციალური განცხადება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ გაავრცელა:

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას , ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.

მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით , რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს , რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები."

ახლა კი ჯერი ოლიმპიურ კომიტეტზეა, სწორედ აღნიშნულმა ორგანომ უნდა განმარტოს, ვისი შეცდომის გამო დაკარგა საქართველომ 1 კუთვნილი ადგილი ოლიმპიადაზე და ჩოგბურთელს კი ოცნების ასრულების შრომით მოპოვებული შანსი წაართვეს.


მკითხველის კომენტარები / 16 /
რა დაგემართათ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში!?...როგორც ჩანს ჩააეძინათ პასუხისმგებელ პირებს!!!...ან გამოასწორეთ ეს საწუხარი, ან იმ უპასუხისმგებლო პირს თუ პირთა ჯგუფს პასუხი აგებინეთ უმკაცრესად!!!....
ქართველი
18 ივლისი 2021 17:38
2
ეს შეცდომა არ არის! რაშიც სხვას ადანაშაულებთ, იმას თქვენ აკეთებთ! აგეთ პასუხი!
12
18 ივლისი 2021 17:23
5
ოთხ წელიწადში ერთხელ გაქვთ სამუშაო და ამასაც ვერ ასრულებთ ხეირიანად? თუ ეს სიმართლეა უნდა გააძევო სამსახურიდან გაპანღურებით ყველა ის პირი, უფროსიან-უმცროსიანად ვინც ეს ჩაიდინა! ეს მუქთახორები!
კახა
19 ივლისი 2021 09:27
2
რა გაგიკვირდაᲗ ყველგან ბარდაგია,არაპრფესიონალᲗა ბუმი.
გოჩა
19 ივლისი 2021 09:37
3
ქვეყანა ბოსელს დაემსგავსა.
Simartle
19 ივლისი 2021 10:18
3
სულ რაღაც 4 ათეული სპორცმენი მოხვდა ოლიმპიადაზე და მათი საბუთების ვერ მოაგვარეს უშეცთომოდ , სირცხვილია მეტი არაფერი,ამ სპორცმენს კი ჩაუყარეს შრომა წყალში
ბექა
19 ივლისი 2021 00:05
2
სამარცხვინოები
***
18 ივლისი 2021 21:28
2
ესეთი შეკითხვა მაქვს,როგორც ვიცი კალაშნიკოვა წყვილებში არის ძალიან კარგი,ერთეულში ნამდვილად ვერ მოხვდებოდა ოლიმპიადაზე. ეხლა ისმის შეკითხვა, თუ მეწყვილე სხვა ქვეყნის ჩოგბურთელია რომელი ქვეყნის სახელით უნდა გამოვიდნენ? ან თუ მეწყვილედ ქართველს აირჩევს ამ შემთხვევაში,ქართველს არ ექნება ლიცენზია და რა ხდება,აქვთ მაინც გამოსვლის უფლება?! მოკლედ ხვალ ორშაბათის და დიდი იმედი მაქვს,რომ ჩოგბურთის ფედერაცია და ოლიმპიური კომიტეტი გააკეთებენ ადექვატურ კომენტარს და აგვიხსნიან რატომ ვერ მოხვდა ეს გოგო ოლიმპიადაზე, ან თუ ვერ ახსნიან,თვითონ ჩაიხსნან და სხვას გადააბარონ პოსტი
საქართველო
18 ივლისი 2021 20:14
1
ძალიან დასანანი და სამწუხარო ფაქტია.. ოლიმპიადაზე ვერ მოხვედრა მაშინ როცა სპორტსმენმა ლიცენზია მოიპოვა მართლაც დანაშაულის ტოლფასია..სასწრაფოდ უნდა მოიკვლიონ მიზეზები და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი ყველამ ვისაც ეს ეხებოდა და არ ამ ვერ შეასრულა.ჩოგბურთის ფედერაციამ ფაქტია ხელები დაიბანა,ანუ მე არაფერ შუაში არ ვარო..ნაციონალებს ვერ დააბრალებენ-ესეც ფაქტია:).საინტერესოა ამ ყველაფერზე სეოკი რა განცხადებას დადებს.ვნახოთ..თუმცა ამ გოგოს რო უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს-ესეც ფაქტია
ლუკა
20 ივლისი 2021 02:25
0
არ ᲩაეᲫინაᲗ...
უბრალოდ არავინ ყავს პატრონი და დატოვეს ან სხვა რამე რაც Ძალიან უყვარᲗ არ მისცა...
მე მაქვს Შეხება კალაᲗბურᲗᲗან და მეტრა ნახევარს ნახტომᲨი 2008 წლიან ბავᲨვს ტენიან ყველგან და პერსეპექტიულ უპატრონო ბავᲨვებს გვერდზე წევენ...
205 სმ სიმაᲦლის 15 წლის ბავᲨვი მყავს და უპატრონობიᲗ მაგრა იᲩაგრება
მომო
19 ივლისი 2021 09:50
2
აბა აბა სანამ დორბლიანი არ მოვა არ გამოვა არაფერი
#
19 ივლისი 2021 10:12
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული