დღეს, 24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნიკამ დღეს შესანიშნავად იასპარეზა, პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ (მე-4 და მე-6 გეიმში) მოიგო, მე-7 სეტში ესპანელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიკამ სეტი ლოგიკურ 6:3-მდე მიიყვანა და დაწინაურდა.
მეორე სეტი ჩვენებურმა შესანიშნავად დაიწყო, "ბასილამ" მეტოქეს მოწოდება პირველივე გათამაშებაში მოპარა, იგივე გააკეთა მე-7 გეიმშიც და მარტივად, 6:2 იმარჯვა.
ნიკა ოლიმპიადის 1/6 ფინალში ტროი დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება